ავტორი:

ხინკლის ფოტო ინსტაგრამზე "ლაიქების" რეკორდის მოხსნას ცდილობს - აჯობებს თუ არა კვერცხს და კაილი ჯენერს?

ხინკლის ფოტო ინსტაგრამზე "ლაიქების" რეკორდის მოხსნას ცდილობს - აჯობებს თუ არა კვერცხს და კაილი ჯენერს?

„ინსტაგრამზე“ კაილი ჯენერისა და კვერცხის „ლაიქების“ რეკორდული რაოდენობის შემდეგ, როგორც ჩანს, ქართული ხინკლის ტრიუმფის დროც დადგა. სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი world_record_khinkali, რომელმაც ხინკლის ფოტო გააზიარა. გვერდის ადმინისტრატორი იმედოვნებს, რომ კვერცხის რეკორდის მოხსნას შეძლებს.

„თუ კაილი ჯენერმა და კვერცხმა მილიონობით ლაიქი დაიმსახურეს, ხინკალი შეძლებს, მათ გადაუსწროს?“ - წერია ხინკლის ფოტოს კომენტარად, რომელსაც ჯერ მხოლოდ 75 ათასი მოწონება აქვს.

გასულ წელს მოდელს კაილი ჯენერს გოგონა შეეძინა. პატარა სტორმის პირველი ფოტო, რომელიც ჯენერმა „ინსტაგრამზე“ განათავსა, რეკორდული რაოდენობის ადამიანმა მოიწონა - სტორმის სურათს 18 მლნ „ლაიქი“ აქვს.

ცოტა ხნის წინ კი „ინსტაგრამზე“ ახალი რეკორდის დრო დადგა - კვერცხის ფოტომ კაილი ჯენერის პოსტის რეკორდი მოხსნა და სოციალურ ქსელში ყველაზე მეტმოწონებიანი პოსტი გახდა.

სურათი სოციალურ ქსელში განთავსდა გვერდზე @world_record_egg და თითქმის 39 მლნ მოწონება აქვს.

"კატა არ ვარ" - ონლაინ სასამართლო სხდომას ტეხასელი ადვოკატი კატის ფილტრით ჩაერთო: ახალი ინტერნეტჰიტი

ჩინეთის იმპერატორს 121 ცოლი ჰყავდა, როგორ დაეხმარნენ მათემატიკოსები მას ღამე როდის რომელ ცოლთან გაეტარებინა?

როგორ ცხოვრობს ივანკა ტრამპი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ - ექსპრეზიდენტის ქალიშვილი პაპარაცებმა ფლორიდასა და მაიამიში დააფიქსირეს