აშშ-ში უხილავი კომპიუტერული "თაგუნა" გამოიგონეს

აშშ-ში უხილავი კომპიუტერული "თაგუნა" გამოიგონეს

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინერმა პრანავ მინსტრიმ კომპიუტერის მოხმარების ახალი საშუალება გამოიგონა. მის შექმნილ ტექნოლოგიას სახელად Mouseless (თაგუნას გარეშე) ჰქვია, - იუწყება Geeky Gadgets.

გამომგონებლის თქმით, Mouseless ნოუთბუქების მფლობელებს საშუალებას მისცემს, უარი თქვან აქსესუარ "თაგუნაზე", მაგრამ ამავდროულად ჩვეულებრივად გააგრძელონ კომპიუტერზე მუშაობა.

ერთი შეხედვით ჩანს, რომ Mouseless-ის ინტერფეისში უჩვეულო და ახალი არაფერია: ნოუთბუქთან მოკალათებული მომხმარებელი ამოძრავებს "მაუსიან" ხელს და პერიოდულად "აკლიკებს" მის ღილაკებზე. მხოლოდ კარგად დაკვირვების შემდეგ ჩანს, რომ ხელის მტევნის ქვეშ "თაგუნა" არ არის.

მინსტრიმ ნოუთბუქის მარჯვენა მხარეს ინფრაწითელი ლაზერი ჩაამონტაჟა, ზემოდან კი ინფრაწითელი კამერა დააყენა. ლაზერი და კამერა მაგიდაზე, კომპიუტერის გვერდით, მომხმარებლის მარჯვენა ხელის მტევნისკენაა მომართული. 

ლაზერი ხელის მტევანს ანათებს, კამერა კი მაგიდაზე მის მოძრაობას აფიქსირებს. მაგიდის ზედაპირზე საჩვენებელი, ან შუა თითის დაკაკუნებას სისტემა "თაგუნას" მარცხენა ან მარჯვენა ღილაკის დაჭერად აღიქვამს. 

ხელის მოძრაობებზე ინფორმაცია კომპიუტერს მიეწოდება, სადაც ის სპეციალური პროგრამის მეშვეობით მუშავდება. შემდეგ უკვე პროგრამა ხელის მოძრაობებს ეკრანზე კურსორის მოძრაობებად გარდაქმნის.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)