ავტორი:

ღორის გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზები - რჩევები პედიატრისგან

ღორის გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზები - რჩევები პედიატრისგან

სუნთქვის გახშირება და გაძნელება, კანის მოლურჯო შეფერილობა (ციანოზი), სითხის მიღების სურვილის არ ქონა, ძილიანობა და მივარდნილობა, მეტისმეტი აგზნებულობა, მაღალი ტემპერატურა და გამონაყარი, ძლიერი და უწყვეტი ღებინება - ეს ის ძირითადი ნიშნებია, რომელიც ე.წ. ღორის გრიპს ახასიათებს და სხვა სახის ვირუსებისგან განასხვავებს.

ღორის გრიპი პირველად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად საზოგადოებაში განსაკუთრებული პანიკა გამოიწვია. ზოგადად, გრიპს ყოველთვის ახასიათებდა გართულებები პაციენტთა გარკვეულ ნაწილში, მაგრამ H1N1 ვირუსს, რომელიც წელს არის გავრცელებული, აღმოაჩნდა პულმოტროპული თავისებურება და ზედა სასუნთქ გზებთან ერთად პაციენტთა უმრავლესობაში დააზიანა ქვედა სასუნთქი გზებიც, განავითარა ვირუსული პნევმონია, რომელთან საბრძოლველად ექიმებს არც თუ ისე დიდი რაოდენობით არსენალი გააჩნიათ და ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის იმუნიტეტზე.

ღორის გრიპთან დაკავშირებით აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ოჯახის ექიმს, პედიატრს ხათუნა ფარტენაძეს მივმართეთ.

- რა განსხვავებაა ჩვეულებრივ და ღორის გრიპს შორის?

- გრიპის ვირუსები სამ სახეობად იყოფა. ერთ-ერთი მათგანია A და სწორედ ის გახლავთ უმთავრესად პანდემიების გამომწვევი. ღორის გრიპი A გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობაა, რომელსაც მედიცინის ენაზე H1N1 ჰქვია. რაც შეეხება სახელწოდება "ღორის გრიპს", მას რეალურ ისტორიას უკავშირებენ. 2009 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, წარმოშობით მექსიკელმა მოზარდმა სამკურნალო დაწესებულებას გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით მიმართა. მას ჩაუტარდა ტესტირება და ადგილობრივმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს იყო A ტიპის ვირუსი. ადგილზე მისი ქვეტიპის დადგენა ვერ მოხერხდა და მასალა შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს.

იქ მოხდა ვირუსის გენების შესწავლა და როდესაც მეცნიერებმა პირველად შეხედეს გენომს, ის აშშ-ში ღორებში გავრცელებული გრიპის გენომს მიამსგავსეს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ღორებისთვის დამახასიათებელი ვირუსი; ეს გახლდათ ვირუსი, რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაეცემოდა. უბრალოდ, წარმოადგენდა მის სრულიად ახალ ქვეტიპს, რომელიც მანამდე არ ცირკულირებდა მოსახლეობაში და, შესაბამისად, ჰქონდა პანდემიური ანუ საყოველთაო გავრცელების პოტენციალი. აი, ასე შერჩა ამ პანდემიას "ღორის გრიპის" სახელი.

- რატომ არის ეს გრიპი ასეთი საშიში და რატომ ახასიათებს მას განსაკუთრებული გართულებები?

- გრიპმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში.

გრიპის გართულებებია: პნევმონია (ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოქსია, ციანოზი), დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების დაკარგვა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა), ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია), თანმხლები დაავადებების გართულება (გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი), ბავშვებში ყურის ინფექციები, სინუსიტები. ჩვილ ბავშვებს გრიპის დროს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი.

- რა ნიშნები ახასიათებს?

- გრიპის პირველი სიმტომებია თავის, თვალების, კუნთების ტკივილი, შემცივნება, თავბრუსხვევა, ოფლდენა, ტანში მტვრევა და ტემპერატურის მკვეთრი მომატება (39 ან მეტი), გულისრევა/ღებინება...

- როგორ მკურნალობენ ღორის გრიპს?

- გრიპის სამკურნალოდ იყენებენ ანტივირუსულ პრეპარატებს, განსაკუთრებით ეფექტურად კი პრეპარატი „ტამიფლუ“ მიიჩნევა. მკურნალობაში ანტივირუსული პრეპარატების გამოყენების გადაწყვეტილება აუცილებლად ექიმმა უნდა მიიღოს. მკურნალობის დროს აუცილებელია, რომ პაციენტი იმყოფებოდეს სახლში და სასურველია იწვეს მშვიდ გარემოში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის გარეშე.

მნიშვნელოვანია დაცემინებისა და ხველების დროს ერთჯერადი ხელსახოცის აფარება და ხელების ხშირი დაბანა.

- შესაძებელია თუ არა ღორის გრიპის პროფილაქტიკა?

- გრიპის პროფილაქტიკის მთავარი და ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა. გრიპის ვაქცინებზე მუშაობა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო და მას შემდეგ მისი შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი წელს რეკომენდაციას უწევს სამკომპონენტიან ვაქცინას, რომელიც სამი ტიპის ვირუსს - B ვირუსსა და A ტიპის ვირუსის ორ ქვეტიპს მოიცავს.გრიპის სეზონი გრძელდება შემოდგომიდან გაზაფხულამდე, ანუ მომდევნო წლის მეოცე კვირის ჩათვლით. სასურველია გრიპის ვაქცინის გაკეთება შემთხვევების გახშირებამდე, რადგან ვაქცინას ორი კვირა მაინც სჭირდება, რომ იმუნიტეტი გამომუშავდეს.

პროფილაქტიკის მიზნით დაშვებულია შესაბამისი მედიკამენტების მიღებაც. ვირუსისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია, რომ:

  • ხშირად დაიბანოთ ხელი საპნით, ან დაიმუშაოთ სპირტიანი სადეზინფექციო საშუალებებით;
  • მოერიდოთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, სადაც მეტია შანსი დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის; ატაროთ პირბადე, რომელიც 2 საათში უნდა შეიცვალოს
  • ხელით არ შეეხოთ თვალს, ცხვირსა და პირს;
  • მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და მიირთვათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მდიდარია ვიტამინებით;
  • რეკომენდებულია სამუშაო სივრცის და თავშეყრის ადგილების სველი წესით დამუშავება და ხშირი განიავება

- თავად თქვენ რომელ მედიკამენტებს იყენებთ ყველაზე ხშირად პრაქტიკაში?

„იმუნეისი“ არის პრეპარატი, რომელიც ადამიანის იმუნიტეტს აძლიერებს და აგრეთვე ვირუსის გადატანის შემდეგ ეხმარება მას ძალების აღდგენაში. ეს მრავალკომპონენტიანი მედიკამენტი შეიცავს როგორც ვიტამინებს, ასევე მინერალებს. აკმაყოფილებს მოზრდილი ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას. გრიპის სეზონის პერიოდში უნუკალური საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

იმუნეისი #1 ანტიოქსიდანტია დიდ ბრიტანეთში. ანტოქსიდანტი ეწოდება ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ორგანიზმიში ბოჭავს და ანეიტრალებს თავისუფალ რადიკლებს. თავისუფალი რადიკალები არამდგრადი, ძალზე აგრესიული და აქტიური ნაწილაკებია, რომლებიც აზიანებენ ჯანსაღ უჯრედებს. აღნიშნული კი საბოლოოდ იწვევს:

  • გრიპითა და გაციებით ხშირ ავადობას
  • ქრონიკული დაავადებების გამწვავებას
  • ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას
  • ათეროსკლეროზის, ინფარქტის, ინსულტის, კატარაქტის, სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკის ზრდას იწვევს.

პრეპარატი რეკომენდებულია 12 წლის ზემოთ ქალებისა და მამაკაცებისათვის. მიიღება 1 აბი ერთხელ დღეში კვების შემდეგ.

LIVE: საღამოს ნიუსრუმი "პალიტრანიუსზე"

როგორ ცხოვრობს გერმანიაში თსუ-ს ყოფილი რექტორი, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტია - "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ოჯახია"

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?