ფეხბურთის ბურთს ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია

ფეხბურთის ბურთს ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია

მეცნიერებმა შექმნეს ფეხბურთის ბურთი, რომელიც გორაობის შედეგად ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. იგი სამხრეთ აფრიკაში გამოსცადეს,  - იუწყება CNN.

ბურთი დაახლოებით იმავე პრინციპით "მუშაობს", როგორც პასტა-ფანარი, რომელიც დაჭერისას იმუხტება.

ბურთის შუაგულში მაგნიტია, რომელიც დარტყმისა და გორაობის დროს კოჭაში მოძრაობს. შესაბამისად, წარმოიქმნება ელექტრული მუხტი, რომელიც კოჭაზე მიერთებულ კონდესატორს მუხტავს.

ბურთს აქვს სპეციალური ბუდე, რომელშიც ადაპტერი ერთდება. მისი მეშვეობით შესაძლებელია ნათურის ანთება, ან ტელეფონის დატენვა.

მეცნიერთა თქმით, ტელეფონის დასატენად საჭირო ენერგიის "შესაგროვებლად" ბურთით 15 წუთით თამაში საკმარისია.

გამომგონებლები იმედოვნებენ, რომ ბურთი განსაკუთრებით იმ ღარიბი ქვეყნების მოქალაქეებს გამოადგებათ, რომელთა ბინაში ელექტროენერგია, სიძვირის, ან სხვა მიზეზით, მეტწილად არ არის.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)