ავტორი:

"ამ დაბნელების ზეგავლენა მაქსიმალურად ძლიერი იქნება" - რას უნდა ვერიდოთ და როგორ მოვემზადოთ 21 იანვრის მთვარის დაბნელებისთვის

"ამ დაბნელების ზეგავლენა მაქსიმალურად ძლიერი იქნება" - რას უნდა ვერიდოთ და როგორ მოვემზადოთ 21 იანვრის მთვარის დაბნელებისთვის

ასტროლოგები მოსალოდნელ მთვარის დაბნელებასთან დაკავშირებით გვაფრთხილებენ, რომელიც 21 იანვარს მოხდება:

ხათუნა ნოელი, ასტროლოგი:

"ალბათ ყველამ იცით, რომ 21 იანვარს ლომის ზოდიაქოს 1 გრადუსზე მთვარის სრული დაბნელებაა. და მოუთმენლად ელოდებით, რა ინფორმაციას მოგაწვდით ამ მართლაც მეტად საყურადღებო მოვლენის შესახებ.

მაშ ასე: სრულ დაბნელებებს მაშინ აქვთ ხოლმე ბუნებაში ადგილი, როდესაც თავის ორბიტაზე მოძრავი მთვარე იმდენად მოახლოებულია, ბოლომდე შედის დედამიწის ჩრდილში.

ასეთი რამ დაახლოებით 2 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე. ამიტომ მომდევნო მხოლოდ 2021 წლის 26 მაისს არის მოსალოდნელი

იმ მიზეზის გამო, რომ მთვარე მაქსიმალურად ახლოს მოდის დედამიწასთან, ამ დაბნელების ზეგავლენაც მაქსიმალურად ძლიერი იქნება. ამ დაბნელების პიკი თბილისის დროით 9:12 წუთზე უწევს. მთვარის დაბნელებები, ფაქტობრივად, იგივე სავსემთვარეობებია, რადგან ეს მოვლენა მზისა და მთვარის ოპოზიციაზე ხდება ყოველთვის. ოღონდაც სავსემთვარეობისაგან განსხვავებით დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც ეს ორი მნათობი კარმულ კვანძებს უერთდება.

ამჯერად, კარმულ კვანძთან ასპექტში მოდიან არამხოლოდ მზე და მთვარე არამედ ურანიცა და მერკურიც. ორივეს შესახებ დაწვრილებით ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ, მანამდე კი მინდა ერთ საყურადღებო ფაქტს გავუსვა ხაზი: მთვარის დაბნელებები ერთგვარი კამერეტონების როლს ასრულებენ ხოლმე ჩვენს ურთიერთობებში, ორკვირიანი შუალედის დიაპაზონში ან დაშორებებს იწვევენ ან პირიქით - უფრო მჭიდრო დაახლოვებას. ამ დროს ხდება ჩვენი უკვე ჩადენილი ქმედებების შეჯამება.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ დაბნელებას, სავარაუდოდ გასული წლის შემოდგომის პერიოდის მოვლენების ექოდ შეიძლება მივიჩნიოთ. მაშინ კი გახსოვთ, რომ ქვეყანაში 2 ტურად გამართული საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა. ვინაიდან დაბნელების წერტილს აქვს ასპექტი ურანთან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაღაც მოულოდნელ, დაუგეგმავ სიტუაციებს ექნება ადგილი და ეს ეხება არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს.

ურანი არასტანდარტული სიტუაციების გარდა, თავისუფლების მოთხოვნილების მძაფრ გამოვლინებებსაც მართავს, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ საზოგადოებაში რევოლუციური, მეამბოხური სულისკვეთება შეიმჩნეოდეს ამ პერიოდში. გარდა ამისა, ურანი ელექტროობაცაა. ამიტომ მოუფრთხილდით გაშიშვლებულ სადენებს. გარდა ამისა, შესაძლოა შეფერხებები დენის მოწოდებაშიც, ასევე ინტერნეტის, კომპიუტერების, ან მობილურების გაუმართავი მუშაობაც. როგორც უკვე ვთქვი, დაბნელების წერტილი შეერთებაში მოდის მერკურისთანაც. მერკური კი ჩვენი ინტელექტიცაა, ჩვენი კონტაქტებიც, ასევე ინფორმაცია, და ზოგადად თუ შევაფასებთ - თითეული ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვაც. ამიტომ ამ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რას ვამბობთ, ვისთან ვამბობთ და ალბათ, ღირს დაფიქრება, საერთოდაც უნდა ითქვას ამ დღეს ყველაფერი ის, რასაც ვფიქრობთ, თუ ენაზე კბილის დაჭერა სჯობია... ის კი არადა, შესაძლოა რაღაც ჩვენი ადრე ნათქვამი სწორედ ახლა წამოგვეწიოს - ვის ცუდად, ვის კარგად. გააჩნია პირადი რუკის მაჩვენებლებს...

21-ში ადგილი აქვს სატურნისა და მარსის ურთიერთდაძაბულ ასპექტს, რაც ასევე იწვევს გზებზე საცობებს, გრაფიკებში, რეისებში შეფერხებებს, გადავადებებს. სავარაუდოდ, ამ კვირაში სიჩქარის გადაჭარბებისათვის ბევრად უფრო მეტი ჯარიმები დაიწერება, ვიდრე სხვა დროს... ამავე ასპექტის გამო, არასახარბიელოა დაბნელების კვირაში ორგანიზმისათვის ზედმეტი გადატვირთვაც. თუ სპორტდარბაზში აბონენტის აღებას აპირებთ, გადადეთ რამდენიმე დღით. ისედაც - მოერდეთ ფიზიკურ დატვირთვებს. ეცადეთ, მეტი დაისვენოთ. მოტეხილობების ალბათობა იზრდება. მისახედია ასევე ძვლოვანი სისტემაც, მეტადრე კბილები...

დაბნელებებს, რა თქმა უნდა, სერიოზული სირთულეების გამოწვევა შეუძლიათ ჯანმრთელობის საკითხებშიც. ამიტომ ვისაც იმუნიტეტი შედარებით სუსტი აქვთ ან გულის დაავადებები აწუხებთ, სჯობია თადარიგი დაიჭირონ და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიმართონ. და ეს ეხება არამხოლოდ 21 იანვარს, არამედ მუნიმუმ მომდევნო 3 დღეს მაინც. ყველაზე მსუბუქი რაც მთვარის დაბნელებას შეუძლია გამოიწვიოს ესაა ძილის დარღვევები, საჭმლის მონელების პრობლემები ან უმიზეზო უმადობა.

თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ადამიანების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ვერც კი იგრძნოს ამ დაბნელების ზეგავლენა თავისთავზე

ეს ყველაფერი უფრო მეტად 20-22 იანვრის პერიოდში დაბადებული ადამიანებისთვის იქნება გამოკვეთილი. ასევე მათთვის, ვინც 22-33 ივლისს ან 20-21 აპრილსაა დაბადებული. ასევე თქვენზე შესაძლოა იმოქმედოს ამ დაბნელებამ თუ თქვენს რუკაში ლომის, მერწყულის ან ვერძის 1 გრადუსზე რაიმე პლანეტა ხვდება.

და ბოლოს - საინტერესოა, რომ დაბნელების ჟამს, როგორც წესი, მთვარე მოყვითალო შეფერილობას იძენს ხოლმე, თუმცა ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის დროს მთვარე წითელი ფერისა ხდება, რაც მზის სხივების სპექტრის თავისებურებით აიხსნება. სწორედ ასეთი მოვლენასთან გვექნება ამჯერადაც საქმე. თუმცა დიდი ალბათობით ასეთ დროს გასაგები მიზეზების გამო საქართველოში ამ მოვლენას ვერ დავინახავთ. სამაგიეროდ ის ხილული იქნება თითქმის მთელი ამერიკის კონტინენტისათვის, რუსეთის გარკვეული რეგიონებისა და შორეულ აღმოსავლეთში. სიმშვიდესა და ბალანსს გისურვებთ..."

ქეთი ვაწაძე, ასტროლოგი:

გაითვალისწინეთ, 21 იანვარს 09:15 წუთზე, მერწყულის ნიშანში (მზე) ხდება სავსემთვარეობა და ასევე, მთვარის დაბნელება, ე.წ. "სუპერ მთვარე", რომელიც თბილისის დროით იწყება 7:34 წუთზე და 10:51 წუთზე სრულდება. მაქსიმალური ფაზა 9:12 წუთზე დადგება.

წინასწარ მოემზადეთ ამ პერიოდისთვის შესაბამისად და აღიჭურვეთ ოპტიმიზმით.

17-25 იანვრის პერიოდში გამოიჩინეთ ზედმიწევნითი სიფრთხილე, არაფერი ახალი არ დაიწყოთ, დაკავდით მიმდინარე საქმეებით.

  • სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე! მოერიდეთ საავარიო სიტუაციების შექმნას. ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს!
  • სიფრთხილე გმართებთ ტენიკასთან მიმართებაშიც, მით უფრო ვისაც ელექტროობასთან, კომპიუტერებთან აქვს საქმე!
  • ასევე, სიფრთხილე გვმართებს გაზებთან, აირებთან დაკავშირებითაც, ვინაიდან დაბნელება სწორედ ჰაერის ნიშანში ხდება, თან, ე.წ. შავი მთვარეც, მერწყულის ზონაში იმყოფება - ეს თემები განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს
  • ვისაც გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემები გაქვთ, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა, აკონტროლეთ წნევები
  • მგრძნობიარე და ემოციურ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, მით უფრო მათ, ვინც კარგად გრძნობს მთვარის ენერგიებს და რეაგირებს ფაზების ცვალებადობაზე - ნუ აყვებით ემოციებს, ნუ ჩავარდებით დეპრესიასა და პესიმიზმში, სიმშვიდით გაიარეთ ეს დღეები
  • ასევე, ყურადღება გამოიჩინეთ ინფექციური დაავადებების მიმართ. თანდათან ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორდება, დაიკლებს დაავადებების გავრცელება, მაგრამ ეს ერთი კვირა, მაინც ყურადღებას ნუ მოადუნებთ

ახლა გავდივართ დაბნელების დერეფანს, ამიტომაც არის ასე რთული ბოლო 2 კვირა... თებერვლიდან სიტუაცია შემსუბუქდება..

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის!

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ