ავტორი:

"შეიძლება შემდეგში ჩვენებაც მისცეს და განმარტოს, რა მოხდა" - რას ამბობს ვერაზე დაჭრილი გიორგი ადუაშვილის ადვოკატი

"შეიძლება შემდეგში ჩვენებაც მისცეს და განმარტოს, რა მოხდა" - რას ამბობს ვერაზე დაჭრილი გიორგი ადუაშვილის ადვოკატი

გიორგი ადუაშვილმა შეიძლება შემდეგში ჩვენებაც მისცეს და განმარტოს, თუ რა მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული გიორგი ადუაშვილის ადვოკატმა, ზაზა მესხმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი და თავს დამნაშავედ არ სცნობს.

"ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და ასევე იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით წარედგინა. ის წარდგენილ ბრალდებას გაეცნო, ხელი მოაწერა, მაგრამ თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამჟამად კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს", - აცხადებს მესხი.

ადვოკატი განმარტავს, რომ ბრალდებული მხოლოდ ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას.

"ჯერ კიდევ ნარკოზის ქვეშ იმყოფება, ალბათ, ხვალ იქნება სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. შეიძლება შემდეგში ჩვენებაც მისცეს და განმარტოს, თუ რა მოხდა.

მტკიცებულებების ასლები ჩაგვბარდა, საქმე საკმაოდ მოცულობითია, გავეცნობით და შემდეგ მოგახსენებთ თუ რა მტკიცებულებები აქვს მოპოვებული გამოძიებას და რის საფუძველზე წარედგინა მას ბრალი.

მე ვიცი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის დაჭრილი, მას 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. კუჭავას რა ჭრილობა, ვის მიერ აქვს მიყენებული, არ ვიცი. როგორც ჩემთვის ცნობილია, მათ კონფლიქტი არ ჰქონდათ", - დასძენს ადვოკატი.

გიორგი ადუაშვილს ბრალი რამდენიმე წუთის წინ, გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში განუმარტეს.

ბრალის წარდგენის შემდეგ საავადმყოფოდან გამოსულ გამომძიებელს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ