ავტორი:

"ფეისბუქზე" 10 წლის წინანდელი სელფის შედარება ახალთან არც ისე უსაფრთხოა - რას ამბობენ ექსპერტები

"ფეისბუქზე" 10 წლის წინანდელი სელფის შედარება ახალთან არც ისე უსაფრთხოა - რას ამბობენ ექსპერტები

თუ „ფეისბუქის“ მომხმარებელი ხართ, აუცილებლად შენიშნავდით მემეებს, რომელმაც სოციალური ქსელი მთელი მასშტაბით მოიცვა - მომხმარებლები პოსტავენ საკუთარ ფოტოებს 10 წლის წინ და დღეს ჰეშთეგით #10yearchallenge.

მემეები, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარია, თუმცა მედიისა და სოციალური ქსელების ექსპერტების ნაწილი საფრთხეებს ხედავს.

დეილი მეილი“ სხვადასხვა გამოცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2009 წლისა და 2019 წლის ფოტოების შედარება, შესაძლოა, „ფეისბუქმა“ სახის ამოცნობის ალგორითმისთვის გამოიყენოს, რათა ასაკობრივი პროგრესის დაკვირვება შეძლოს.

სკეპტიკოსები ამბობენ, რომ საუკეთესო შემთხვევაში მონაცემები დაკარგული ბავშვების პოვნის საშუალებას მისცემს, თუმცა იგივე მონაცემები, შესაძლოა, უფრო ბუნდოვანი გეგმებისთვისაც გამოიყენონ - ინფორმაცია გადასცენ სამართალდამცველებს, ანდა - სადაზღვევო კომპანიებს.

„ფეისბუქი“ აღნიშნულ საფრთხეებს უსაფუძვლოს უწოდებს. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ გამოცემასთან Wired განაცხადა, რომ ახალი მემე თავად მომხმარებლებმა შექმნეს და „ფეისბუქი“ მის გავრცელებაში არ ჩარეულა. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მომხმარებლებს შეუძლიათ სახის ამოცნობის ფუნქცია ნებისმიერ დროს ჩართონ, ან გამორთონ.

მსგავსი მემეების გავრცელება პირველი შემთხვევა არ არის და სხვადასხვა წლებში ასევე ვირუსული სახე ჰქონდა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ