ავტორი:

ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდნენ - მიშას თბილისიდან არ შეუძლია და ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს - კალაძე

ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდნენ - მიშას თბილისიდან არ შეუძლია და ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს - კალაძე

ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდნენ და... მიშას თბილისიდან არ შეუძლია, ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერი გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ დიდ დიღომში მომხდართან დაკავშირებით თბილისის მერი გამოიკითხოს.

„არ ვიცი, ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო - ეს არის ერთი ტიპის ადამიანები, მათი განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი. ერთიან შინაარსს შეიცავს. ადამიანებს რა უნდა ვუთხრა სერიოზულად არ ვიცი, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა და სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, დიდი ინტერესია, თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ გამოსაყენებელ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და ამ ადამიანებს შეუძლიათ აბრძანდნენ დაა... მიშას თბილისიდან არ შეუძლია, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთივეა პასუხიც“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გაზის აფეთქების ფაქტზე თბილისის მერის კახა კალაძის დაკითხვას მოითხოვს. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რატომ აპატიეს თავის დროზე კომპანია „ყაზტრანსგაზს" 100 მლნ ლარის დავალიანება ბიუჯეტის ხარჯზე და როგორ აღმოჩნდა შემდეგ კომპანია კახა კალაძის ხელში.

ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის მერი "ყაზტრანსგაზის" „არაფორმალური მმართველი და მენეჯერია“ და შესაბამისად, კახა კალაძე დიდ დიღომში მომხდარის გამო პასუხისმგებლობას გაურბის. ლევან ხაბეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა 2009 წელს მიღებულ კანონპროექტზე ექსპლუატაციაში მისაღები შენობა-ნაგებობების შესახებ, რომელზეც თავის მხრივ დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის მერმაც ისაუბრა. ხაბეიშვილის თქმით, კახა კალაძეს თუ "ნაციონალური მოძრაობის" დროს მიღებული კანონი არ მოსწონს, "ქართული ოცნება" 7 წელია ხელისუფლებაშია და მას ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება შეეძლო.

„კახა კალაძის დღევანდელი განცხადება არ იყო დედაქალაქის მერის განცხადება, რომელიც თბილისელების სიცოცხლეზე და კეთილდღეობაზე ზრუნავს, არამედ ეს იყო ერთი დაპატარავებული ბიზნესმენის, დამნაშავის თავის მართლების რეჟიმში გაკეთებული გაცხადება, რომელმაც ჩვენზე კარგად იცის, რომ სამშენებლო უსაფრთხოებაზე თავად არის პასუხისმგებელი. "ყაზტრანსგაზის" არაფორმალური მმართველი და მენეჯერი ფაქტობრივად გახლავთ კახა კალაძე. შესაბამისად, დღევანდელი მისი განცხადება ეძღვნებოდა მის, როგორც ბიზნესმენის თავის მართლებას. საბოლოო ჯამში, კალაძეს საერთოდ დაავიწყდა, რომ წარმოადგენს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანია. მან პრესკონფერენციაზე ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და ფაქტობრივად, თავიდან აიცილა ყოველგვარი პასუხისმგებლობა. ხაზგასმით თქვა, რომ ბუნებრივი აირის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელია ცენტრალური ხელისუფლება და მის დაქვემდებარებაში მყოფი სემეკ-ი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, შსს-მ უნდა დაიწყოს გამოძიება და დაიკითხოს თბილისის მერი, რომელმაც ფონიჭალაში გაზის აფეთქების გამო, ორი თვის წინ მომხდარის შემდეგ, არანაირი პრევენციული ზომები არ მიიღო.

„კალაძეს კომპანიაში "ქართული ოცნების" აქტივისტები ყავს დასაქმებული", - დასძინა ხაბეიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები