ავტორი:

ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ... - როგორ გამოიყურება აფეთქების ადგილი (ფოტომასალა)

ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ... - როგორ გამოიყურება აფეთქების ადგილი (ფოტომასალა)

მთელი საქართველო შეძრა დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 4 ადამიანის - ლევან დავლაძის, დების ნათია და ნინო ციცვიძეების და ნათიას პატარა ვაჟის - ნიკუშას სიცოცხლე ემსხვერპლა. საცხოვრებელ კორპუსის მეექვსე სართულზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. დაზიანდა რამდენიმე სართული, ჩაინგრა ლიფტიც.

შემთხვევის შედეგად სულ 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც იყვნენ. შვიდი მათგანი კლინიკიდან უკვე გაწერეს, ერთი მცირეწლოვანი კი იაშვიის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით წაუყენეს.

ტრაგედიის ადგილი მთლიანად განადგურებულია. ამ ეტაპზე იქ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილის გაწმენდის სამუშაოებს ატარებენ.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი