ავტორი:

"დებს მამა ადრე გარდაეცვალათ... ნათია ძალიან გახარებული იყო სახლის რემონტს რომ ასრულებდა, უცებ კი ეს ტრაგედია დატრიალდა"

"დებს მამა ადრე გარდაეცვალათ... ნათია ძალიან გახარებული იყო სახლის რემონტს რომ ასრულებდა, უცებ კი ეს ტრაგედია დატრიალდა"

დიდ დიღომში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის მსხვერპლებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მათი ცხედრები 17 იანვარს სახლებში გადაასვენეს. ნათია ციცვიძე და მისი პატარა ბიჭუნა, ნიკოლოზი, ვერაზე, მაყაშვილის ქუჩაზე იმ სახლში დაასვენეს, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ნინო ციცვიძე კი დიდ დიღომში გადაასვენეს. როგორც ამბობენ, დაღუპულებს 19 იანვარს ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ და იქ გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, გამოსვენება კი 20 იანვარს მოხდება.

მთელი საქართველო შეძრულია ამ ფაქტით და სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი წერილებით. უმძიმეს მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, ვინც გარდაცვლილებს პირადად იცნობდა და მათთან ურთიერთობა ჰქონდა.

გოგონები სურამიდან იყვნენ. ციცვიძეების სახლში 4 შვილი გაიზარდა, სამი გოგონა და ერთი ვაჟი. დებმა სკოლა იქ დაამთავრეს და ამის შემდეგ განაგრძეს სწავლა თბილისში. წარმატებული სტუდენტები იყვნენ და ორივემ მუშაობა აქ დაიწყო. ორივე პედაგოგი იყო, ნათიას ისტორია-გეოგრაფიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და სხვადასხვა სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ბოლო 6 წელია ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასწავლიდა ისტორიას და საკმაოდ წარმატებული პედაგოგი იყო, ნინო ციცვიძე კი გერმანისტი გახლდათ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტშიც მუშაობდა ლექტორად და კავკასიის ფრანგულ სკოლაში გერმანულს ასწავლიდა. საყვარელ პედაგოგებს გლოვობენ მათი სტუდენტები და მოსწავლეები, ამ ახალგაზრდა გოგოებმა შეძლეს უდიდესი სიყვარული და სითბო დაეთესათ და ამიტომაც უჭირთ მათზე წარსულში საუბარი. პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი ნათია ციცვიძეს წლებია იცნობს, ისინი ერთ სკოლაში მუშაობდნენ.

დარეჯან კვანჭიანი:

- ხუთი წელი ერთად ვიმუშავეთ სკოლაში. 25 წლის იყო ჩვენთან რომ მოვიდა, ლამაზი, ცისფერთვალება გოგონა, რომელიც ულამაზეს მოგონებად დარჩება და სამუდამოდ იქნება ჩემთან მისი ბოლო მონაწერი. ყველას უზომოდ უყვარდა. მერე სხვა სკოლაში გადავიდა სამუშაოდ, მეც წამოვედი იმ სკოლიდან, მაგრამ ურთიერთობა არასოდეს გაგვიწყვეტია. ისტორია-გეოგრაფიული ჰქონდა დამთავრებული, ჩემს სკოლაში გეოგრაფიას ასწავლიდა, მერე ქართულ-ამერიკულ სკოლაში გადავიდა და იქ ისტორიას ასწავლიდა. ორივე დარგის სპეციალისტი იყო. არაჩვეულებრივი ადამიანი. ნაკლს ვერ მოუძებნიდი ნათიას, იყო მშვიდი, გაწონასწორებული, კეთილმოსურნე. ღიმილიანი, კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა და სულ სიყვარული იფრქვეოდა მისი თვალებიდან. უკონფლიქტო ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით აკეთებდა ყველაფერს. რაც მთავარია, ბავშვებს უყვარდათ ძალიან, კარგი ურთიერთობა ჰქონდა მათთან, ძალიან მეგობრული იყო.

ბოლო დროს ვერ ვხვდებოდი, მიმოწერა გვქონდა. სამი დები იყვნენ და ერთი პატარა ძმა ყავდა, მასზე მგონი 10 წლით პატარა იყო და დედასავით ზრუნავდა თავის ძმაზე. მერე ოჯახი შექმნა, შვილები ჰყავდა, კარგი მეუღლე და ბედნიერი იყო. მისი და ნინო უცხო ენის სპეციალისტი იყო. მასთან არ მქონია ურთიერთობა, ნანახი მყავს სკოლაში. ეს საშინელი ამბავი რომ გავიგე, დაზაფრული ვიყავი და უფრო მეტად გავნაგდურდი, როცა გავიგე, რომ ამ ტრაგედიის მსხვერპლი ჩემი ნათია და მისი ოჯახი იყო. არ ვიცი, სიტყვები უძლურია ამ დროს, ყველას ტკივილია და ყველას დააკლდება ისინი.

ირმა ქობულაშვილი, ქართულ-ამერიკული სკოლის პედაგოგი:

- მე და ნათია 6 წელია ერთად ვმუშაობთ და ასეთი ენერგიული, შრომისმოყვარე გოგო იშვიათია. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ