Amazon-მა ელექტრონული "საკითხავი" დააპატენტა

Amazon-მა ელექტრონული "საკითხავი" დააპატენტა

ინტერნეტ-მაღაზიამ Amazon-მა ელექტრონულ "საკითხავზე" Kindle პატენტი მიიღო, იუწყება საიტი GoRumors. აღსანიშნავია, რომ პატენტზე 2006 წელს შეტანილი განაცხადი წელს 6 ივლისს დაკმაყოფილდა.

პატენტში აღწერილია მოწყობილობა, რომელიც ელექტრონული წიგნების საკითხავად გამოიყენება. მას ორი, სხვადასხვა ზომის ეკრანი აქვს. პირველი მათგანი ტექსტის საჩვენებლად გამოიყენება, მეორე - სენსორული, თავად აპარატის სამართავად.

ეს აღწერილობა სხვა მწარმოებლების რამდენიმე მოდელსაც შეესაბამება, რომელთა შორისაა აშშ-ში პოპულარული "საკითხავი" Barnes&Noble Nook.

ამ დროისთვის უცნობია, აპირებს თუ არა Amazon პრეტენზიები წაუყენოს იმ კომპანიებს, რომლებიც მის მიერ დაპატენტებულ დიზაინს იყენებენ.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)