ავტორი:

ვან გოგის სამი შედევრი შენს სახლში!

ვან გოგის სამი შედევრი შენს სახლში!

დღეიდან, 21 იანვრიდან, პროექტი - "დიდი მხატვრების შედევრები" დაიწყო, რომლის ფარგლებში ცნობილი მხატვრების ტილოები გამოვა. შედევრების ზუსტი ანალოგები ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

ტილოები ორიგინალ ნამუშევრებთან მაქსიმალურად მიახლოებულია, გადაჭიმულია ნატურალურ ხის ჩარჩოზე და დაბეჭდილია ტილოზე, წყლის უსაფრთხო საღებავებით.

პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 12 მხატვრის 3-3 ნამუშევარი თვეში ერთხელ გამოვა. ვინაიდან პირველი ადგილი ვან გოგმა დაიკავა, 21 იანვარს საზოგადოება მისი სამი ნამუშევრის ანალოგს იხილავს. ესენია:

  • „მზესუმზირები“ - ზომა: 41X31 სმ - სპეციალური ფასი 21,50 ლარი, გაზეთთან ერთად 23 ლარი.
  • „ვარსკვლავებიანი ღამე“ - ზომა: 41X31 სმ - სპეციალური ფასი 21,50 ლარი, გაზეთთან ერთად 23 ლარი.
  • „კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე“ - 26X21 სმ - სპეციალური ფასი 13,50 ლარი, გაზეთთან ერთად 15 ლარი.

პროექტი "დიდი მხატვრების შედევრები" 20 ნოემბერს სახალხო გამოკითხვით დაიწყო. შეიქმნა ხმის მიცემის სპეციალური პლატფორმა.

ხმის მიცემის გზით ხალხის მიერ გამოვლინდა 12 მხატვარი (ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე და ა.შ.). თუმცა, ვებგვერდზე წარმოდგენილი სია საბოლოო არ არის. სურათი შეიძლება პროექტის ყველა ეტაპზე შეიცვალოს და დაკომპლექტდეს იმ მხატვრების 3-3 ნამუშევრით, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ექნება პროექტის მსვლელობისას.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ