ავტორი:

"გაზარდეთ გმირები და არა მონები!" - აკადემიკოს შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

"გაზარდეთ გმირები და არა მონები!" - აკადემიკოს შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

შალვა და პაატა ამონაშვილების კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მშობლებთან შედგა. სემინარზე "აღზრდის საიდუმლო", რომელსაც საკმაოდ ბევრი მშობელი ესწრებოდა და მათ შორის, განსაკუთრებით სასიამოვნო მამების სიმრავლე იყო. როგორც ყოველთვის, მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული სემინარში და სვამდნენ მათთვის ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს - როგორ აღვზარდოთ სწორად ბავშვები, როგორ გავუგოთ, რა არ უნდა შეგვეშალოს, როგორ გავაუმჯობესოთ გარემო ოჯახში, სკოლაში...

პასუხი ისევ ჰუმანურ პედაგოგიკაშია, ჰუმანურ მიდგომებში. მშობელი უნდა ემეგობროს ბავშვს, მაქსიმალურად აქტიურად იყოს ჩართული ბავშვის ყოველდღიურ საქმიანობაში, იცნობდეს მის მეგობრებს, მასწავლებლებს, სკოლას, იცნობდეს საკუთარ შვილს,რომელიც თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, მას აქვს ახალი მისწრაფებები, ახალი სურვილები, მიზნები, ოცნებები და უზარმაზარი შესაძლებლობები, რომლების გახსნაშიც ისევ ჩვენ, მშობლები უნდა დავეხმაროთ.

რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილს გთავაზობთ ამ შეხვედრიდან:

"დღევანდელი მშობლები ფიქრობენ, რა დაუტოვონ ბავშვს, დააგროვონ ქონება, რათა შვილებს უზრუნველი მომავალი ჰქონდეთ, ამისთვის ისინი ბევრს შრომობენ და მუშაობენ, ის ოქროს წლები კი გარბის, უეცრად აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ დაგვავიწყდა მთავარი, ბავშვის აღზრდა!"

"გიყვარდეთ ბავშვი უპირობოდ და მიიღეთ ის, როგორიც არის. ის არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც საკუთარი მისიით მოვიდა. მას აქვს უსაზღვრო ენერგია და უსაზღვრო შესაძლებლობები. გჯეროდეთ თქვენი შვილების და მათი მომავალი ბედნიერების."

"დღევანდელი თაობა არის ინდიგო ბავშვების თაობა, ისინი არიან ძალიან ჭკვიანები, ჰიპერაქტიურები, თავმოყვარეები, ისინი არ ეგუებიან პირდაპირ და ხისტ მითითებებს, აკრძალვებს. თუ რაიმე მათთვის არ არის საინტერესო, ისინი არ გაჩერდებიან გაკვეთილზე. თუ მათ მასწავლებელი მეგობრად არ აგულებათ, ისინი შიშის გამო გაკვეთილზე წყნარად არ ისხდებიან. ეს ბავშვები მოვიდნენ ქვეყნად, რათა ჩვენ გავხდეთ უკეთესები, უფრო მოსიყვარულეები, გულისხმიერები, მეგობრულები. ისინი დაუჯერებენ მეგობარს და არა მკაცრ დამრიგებელს. მასწავლებლებო, მშობლებო, გახდით თქვენი შვილების მეგობრები. თანამედროვე ბავშვი ვერ ეგუება ძველი ყაიდის მასწავლებელს. ის სულ სხვა გონებრივი და სულიერი განვითარებისაა. მას ცოდნა უდუღს თავში და არ აკმაყოფილებს ჩვენი შეთავაზებული - „იცოდე, ორიანს დაგიწერ“, „გაგსვამ გარეთ“, „გაჩერდი დროზე! მომისმინე“ და ა.შ. თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!" წაიკითეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ