ავტორი:

"ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა" - მაია ცქიტიშვილი

"ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა" - მაია ცქიტიშვილი

ჭარბი რაოდენობით გარკვეული პროდუქციის შესყიდვის არანაირი საჭიროება არ დგას. ძალიან ბევრი ზეთით, მაკარონით, შაქრით, ან მარილით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც მერე, რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცქიტიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეები ყველა ერთად გავერთიანდეთ ამ თვალსაზრისითაც, ჩვენი პასუხისმგებლობა, სოლიდარობა მათ შორის გამოიხატება იმაში, რომ ჩვენც არ ავყვეთ ზედმეტ ემოციებს, პანიკას, ძალიან კარგად გვქონდეს გააზრებული, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ბიზნესი ძალიან მჭიდროდ და ძალიან კოორდინებულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი სახის შეფერხება.

ამ ეტაპზე რაიმე სახის პანიკური შესყიდვის, რაიმე სახის განსაკუთრებული ქმედებების აუცილებლობა არ დგას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქციასაც გარკვეული ვადა აქვს და მერე შეიძლება ჩვენი ოჯახები ჩვენ თვითონ მოვაკლოთ შემოსავალს და აღმოვჩნდეთ ძალიან ბევრი, ზეთით, მაკარონით, შაქრით, ან მარილით ხელში, რომელსაც მერე რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა.

რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში არაორდინალური ვითარებაა, მაგარამ ასევე თქვენ ხედავთ უკლებლივ ყველა ნაბიჯს წინასწარ რომ ვთვლით, ვახორციელებთ ბევრ პრევენციულ ღონისძიებას, აქტიურად ვმუშაობთ ყველა სექტორის წარმომადგენელთან, ეს იქნება სავაჭრო, ფარმაცევტული, სამედიცინო, თუ სხვა სექტორი, ყოველდღიურ რეჟიმში ყველა ჩვენი სამთავრობო უწყება და რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის სექტორის ყველა წარმომადგენელი აქტიურად მუშაობს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის მოლარე, კონსულტანტი მაღაზიაში, გამყიდველი, თუ ნებისიერი ის ადამიანი, რომელიც დღეს საჯარო სექტორს ემსახურება.

ყველა ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას, მადლობას თითოეული მოქალაქის მხრიდან. მნიშვნელოვანია ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი გვეუბნება და არავითარ შემთხვევაში პანიკას არ ავყვეთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"