ავტორი:

ბაღიდან გაპარული ბავშვები -45 გრადუს ყინვასა და სიბნელეში სახლის მიგნებას ცდილობდნენ - რუსეთში გამოძიება დაიწყო

ბაღიდან გაპარული ბავშვები -45 გრადუს ყინვასა და სიბნელეში სახლის მიგნებას ცდილობდნენ - რუსეთში გამოძიება დაიწყო

ორმა ხუთი წლის გოგონამ ციმბირში საბავშვო ბაღი ისე დატოვა, რომ მასწავლებელმა ვერ შენიშნა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბავშვებს მშობლების გაოცება და სახლში მოულოდნელად მისვლა უნდოდათ და ქუჩაში, სადაც ტემპერატურა -45 გრადუსი იყო, ხელთათმანების გარეშე გავიდნენ. კამერამ მათი შენობიდან გასვლა დააფიქსირა, ერთ-ერთ გოგონას ხელში რბილი სათამაშო უჭირავს.

ერთი ბავშვი თითების მოყინვით იაკუცკში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. მცირეწლოვნებს ჰიპოთერმია აღენიშნებათ. გოგონას დედა, ევდოკია კუტუკოვა ამბობს, რომ ბავშვები ჯერ კიდევ შოკში იმყოფებიან.

ევდოკია შვილის, ლენას წამოსაყვანად სოფელ ნამცის საბავშვო ბაღში მივიდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ ბავშვი იქ არ იყო. მასწავლებლებმა მხოლოდ მაშინ შენიშნეს, რომ ბაღში არც გოგონას საუკეთესო მეგობარი იყო. კუტუკოვა ჰყვება, რომ ცოტა ხანში მას ბავშვის პაპამ დაურეკა და უთხრა, რომ ლენა სახლში მივიდა მარტო, გაყინული და ატირებული. როგორც აღმოჩნდა, ლენას გამვლელმა უცხო მამაკაცმა კაშნე მოახვია.

მეორე გოგონა კი სოფელში სიბნელეში ცდილობდა სახლამდე მისვლას, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ერთი საათის შემდეგ შენიშნეს და სახლში შეიფარეს.

ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე