მავნებელია თუ არა ლაზერული ეპილაცია?

მავნებელია თუ არა ლაზერული ეპილაცია?

რამდენად აზიანებს გარუჯვა კანს, როგორ უნდა დავიცვათ თავი სიცხის ლაქებისაგან, რამდენად ათმიანებს ადამიანს სახლის პირობებში დამზადებული მკვებავი საცხი და სხვა კოსმეტიკური ნაწარმი და რა ნიღბები უხდება სახის კანს ზაფხულში.

ამ ყველაფრის გასაგებად კოსმეტოლოგ თინა კობეშავიძეს ვეწვიეთ.

- 37 წელია კოსმეტოლოგი ვარ. ამ პროფესიას უკრაინაში, ლვოვში დავეუფლე. საქართველოში კი სამედიცინო სახალხო უნივერსიტეტი დავამთავრე. ამის შემდეგ შევუდექი მუშაობას. ადრე ბევრ პრესტიჟულ სალონში მიმუშავია, ახლა შინ, საკუთარ კაბინეტში ვიღებ პაციენტებს.

- თქვენი პრაქტიკიდან, რა შეიცვალა ადამიანების კანის სტრუქტურაში?

- ადრე გარემო სუფთა იყო, ხოლო საკვები ნატურალური. ახლა ყველაფერი შეიცვალა. ის პროდუქტები, რასაც ჩვენ ვიღებთ, შხამქიმიკატებს შეიცავს და ადამიანის ორგანოებს აზიანებს.

დაზიანებულ სხეულში იწყება გათმიანებაც, გამონაყარიც და სხვა არასასურველი პროცესები. გათმიანება ხშირი და დიდი პრობლემაა ქალბატონებისთვის. ხშირად ეს ონკოლოგიური და გინეკოლოგიური დარღვევების ბრალია, ამიტომ ყველას ვურჩევ, ჯერ გამოკვლევა ჩაიტარონ და შემდეგ მოგვმართონ კოსმეტოლოგებს.

- ეპილაციას არ უკეთებთ თქვენს პაციენტებს?

- მე წლების განმავლობაში ვაკეთებდი ეპილაციას სხეულის ნებისმიერ ზონაში, თუმცა ახლა დეპილაციის (ფხრეწის) მეთოდს მივმართავ, რადგან ეს ნაკლებად აზიანებს კანს. ბოლო დროს ლაზერს ანიჭებს ხალხი უპირატესობას, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ლაზერი სახის კანისთვისაც და ზოგადად ორგანიზმისთვისაც მავნებელია.

- რა ასაკში უნდა მიმართოს ადამიანმა კოსმეტოლოგს?

- ნებისმიერ ასაკში, თუ მას სახეზე პრობლემა გაუჩნდება, მთავარია, სწორად წარიმართოს მკურნალობა. წლების წინ მყავდა 15 წლის გოგონა, ისეთი გამონაყარი ჰქონდა, სკოლაში ვერ დადიოდა, მკურნალობის შემდეგ მას აღარასდროს დასჭირვებია კოსმეტოლოგთან მისვლა.

- ამბობენ, შინაურ პირობებში დამზადებულ მკვებავებს სახეზე თმა ამოჰყავსო, მართალია?

- სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც ხდება, რადგან დღეს ბევრი იბრალებს კოსმეტოლოგობას. ჩემი პრაქტიკიდან გეტყვით, რომM სახლში დამზადებული სახის გამწმენდების პარალელურად სხვადასხვა ფირმის ნაწარმსაც ვიყენებ, თუმცა პაციენტები უფრო მეტად ჩემს დამზადებულს ენდობიან.

- როდის და როგორ უნდა გავირუჯოთ, რომ სახის კანი ზომაზე მეტად არ დავაზიანოთ?

- სასურველია, მზის აბაზანა მიიღოთ დილის 8-დან 11 საათამდე, თანაც, თანდათან უნდა გაირუჯოთ და არა ერთ დღეში. ნელ-ნელა გარუჯული კანი ნაკლებად ზიანდება. იმ ადამიანებს, ვინც წელს ზღვაზე აპირებს დასვენებას, ვურჩევ პლაჟზე გასვლის წინ სახე საპნით არავითარ შემთხვევაში არ დაიბანონ. საპონი კანს აშრობს და მზე კიდევ უფრო მეტად გამოფიტავს სახეს.

ახლა მზისგან დამცავი უამრავი საშუალება არსებობს, უკიდურეს შემთხვევაში, სანამ პლაჟზე გახვალთ, ბავშვის ზეთი წაისვით. მინდა, რჩევა მივცე თქვენს მკითხველს, მას, ვინც სახლის სახურავზე ირუჯება და მარილიან წყალს იყენებს. ზღვისა და საკვები მარილის შემცველობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ ჯობს, თავი შეიკავონ მარილიანი წყლის გამოყენებისგან, ან აფთიაქებში შეიძინონ ზღვის მარილი. ისე, ყველაზე ჯანსაღად ადამიანი მთაში ირუჯება.

- სახისთვის რა ნიღბებს მივანიჭოთ უპირატესობა ზაფხულში?

- სანამ ნიღბებზე ვისაუბრებთ, ერთი რჩევა მინდა მივცე თქვენს მკითხველს. ზაფხულში არა მოდისათვის, არამედ ნაოჭების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ მზის სათვალე.

ახლა რაც შეეხება ნიღბებს. ზაფხულში კარგია თვალების დაბანა გვირილის ცივი ნაყენით. მზისგან გაჩენილი და საერთოდაც, ნაოჭების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება ხაჭოში ლიმონის რამდენიმე წვეთი აურიოთ და მთელ სახეზე წაისვათ. ეს ნიღაბი ჭიმავს კანს და ნაოჭების რაოდენობას ამცირებს. ასევე კარგია გახეხილი პომიდვრის ნიღაბი იმ ადამიანებისათვის, ვისაც ზაფხულში კანი უცხიმიანდება და ლაქები უჩნდება.

ნიღაბი ასე მზადდება: პომიდვრის წვენში ავურიოთ ერთ ჩაის კოვზი გლიცერინი და დღეში ერთხელ ათი წუთით გავიჩეროთ სახეზე. შემდეგ ჩამოვიბანოთ. ასეთი პროცედურა აფერმკრთალებს ლაქებს და გარკვეული დროის შემდეგ აქრობს კიდეც მათ.

ნონა ვაშაყმაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი