ავტორი:

ვინ შეძლებს საფრანგეთში დასაქმებას - საფრანგეთის საელჩო განმარტებას აკეთებს

ვინ შეძლებს საფრანგეთში დასაქმებას - საფრანგეთის საელჩო განმარტებას აკეთებს

საქართველოში საფრანგეთის საელჩო საფრანგეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ 2013 წლის 12 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების თაობაზე განმარტებას აკეთებს. მათივე ცნობით, 2018 წლის 3 დეკემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოსცა კანონი აღნიშნული შეთანხმების აპრობაციის მიზნით. ეს ხელშეკრულების განხორციელების პირველი ეტაპია.

როგორც საფრანგეთის საელჩო განმარტავს, აღნიშნული უფლება სტუდენტებსა და გარკვეული პროფესიების მქონე პირებს 1 წლის ვადით აქვთ.

„2013 წლის 12 ნოემბერს პარიზში ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას. მისი მიზანია დროებითი პროფესიული მიგრაციის გაადვილება, რომელიც ეფუძნება სტუდენტებისა და კვალიფიციური სპეციალისტების მობილობასა და უკან დაბრუნებას პროფესიული კომპეტენციის შეძენის შემდეგ. საქმე ეხება ლეგალური ეკონომიკური მიგრაციის ხელშეწყობას ქვეყანაში შემდგომი დაბრუნების პერსპექტივით, საიდანაც გამომდინარეობს განსაზღვრება „ცირკულარული“. ეს შეთანხმება პირველი ორმხრივი დოკუმენტია, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის პროფესიული მიგრაციის სფეროში გაფორმდა.

ის ითვალისწინებს 12-თვიანი ხანგრძლივობის ბინადრობის ბარათის მოთხოვნის შესაძლებლობას საფრანგეთში დიპლომირებული ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლის შემდგომი პირველი პროფესიული გამოცდილება მიიღონ საფრანგეთში საქართველოში მათი დაბრუნების პერსპექტივით; ერთი წლის ხანგრძლივობის, განახლებადი დროებითი ბინადრობის ბარათის მითითებით „დაქირავებული მშრომელი“ მოთხოვნის შესაძლებლობას ისეთი პროფესიის ადამიანებისთვის, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეებისთვის ღია 50 პროფესიიდან ერთ-ერთს. საფრანგეთის მიერ წლიურად გაცემული დროებითი ბინადრობის ბარათების რაოდენობა ამ კატეგორიის მშრომელთათვის 500-ს არ უნდა აღემატებოდეს.

18-დან 35 წლამდე ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების გაცვლის განვითარებას, რომლებიც საფრანგეთში ან საქართველოში გაემგზავრებიან კარიერული პერსპექტივის გასაუმჯობესებლად დაქირავებული შრომით მიღებული გამოცდილების წყალობით. ორივე ქვეყანაში მიღებული ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 150 ადამიანს წელიწადში.

2018 წლის 3 დეკემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოსცა კანონი აღნიშნული შეთანხმების აპრობაციის მიზნით. ეს ხელშეკრულების განხორციელების პირველი ეტაპია.

საფრანგეთის საელჩო საქართველოში შესაბამის დროს გამოაქვეყნებს ყველა საჭირო ინფორმაციას შეთანხმების შესრულების პირობების შესახებ საქართველოს იმ მოქალაქეების შემოსვლისა და ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით, რომელთაც შეთანხმებით სარგებლობა სურთ“, - ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს

ნელი აგირბას "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობისგან მესამე შვილი შეეძინა (ფოტო)

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა