ავტორი:

ნელი აგირბას "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობისგან მესამე შვილი შეეძინა (ფოტო)

ნელი აგირბას "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობისგან მესამე შვილი შეეძინა (ფოტო)

რამდენიმე თვის წინ AMBEBI.GE წერდა, რომ ჟურნალისტი ნელი აგირბა მესამე შვილს ელოდებოდა. მისი ახალი რჩეული სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ხმის ოპერატორი და სერიალში მუსიკალური ჯგუფის "გამოუვალი მდგომარეობის" ერთ-ერთი წევრია. ეშტონ ლაღიძისა და ნელიკოს სიყვარულის იტორიის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

თუმცა ისინი უკვე დიდი ხანია გრძნობებს აღარ მალავენ და ერთად ცხოვრობენ. აპრილის ბოლოს ნელი აგირბამ ბათუმში იმშობიარა. ჟურნალისტი წარმოშობით იქიდან გახლავთ და როგორც ჩანს, პანდემიის დროს მშობლიურ კუთხეს შეაფარა თავი.

წყვილს საერთო შვილი, ვაჟი ნოა შეეძინათ და რამდენიმე დღეა აგირბა ქმართან ერთად უკვე თბილისში დაბრუნდა. პატარა ნოა უკვე მოინახულეს ნელიკოს მეგობრებმა, აქტივისტმა ანი სუბელიანმა და მუსიკოსმა მაკუნა გოგიჩაიშვილმა.

ნელი აგირბას პირველი ქმარი, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ცნობილი პერსონაჟის, შავლეგო მადლიანის შემსრულებელი ილო ბეროშვილი იყო, წყვილს ორი საერთო შვილი, სესილია და ევა ჰყავს.

მეორე ქორწინებაში ნელი ირაკლი ძიმისტარაშვილთან იმყოფებოდა, რომელიც ორი წლის წინ, ანტალიაში მოულოდნელად გარდაიცვალა. ირაკლი ძიმისტარაშვილი ცნობილი ინფექციონისტის მარინა ენდელაძის ერთადერთი ვაჟი გალხდათ.

ნელი აგირბა და ირაკლი ძიმისტარაშვილი

რამდენიმე თვის წინ იქორწინა ნელის პირველმა ქმარმა ილო ბეროშვილმაც. მისი რჩეული ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ანი ბებიაა. ანი ბებიას და ილო ბეროშვილს მალე საერთო შვილი შეეძინებათ.

ერთადერთი სვანური კოშკი აფხაზეთში, რომელიც სვანმა კაცმა აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობის ნიშნად ააგო

მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა