ავტორი:

"ფედერაციის სახელით მამაო მომიგზავნეს: პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალო" - რას ამბობს დათუნაშვილი გეგეშიძის გათავისუფლებაზე

"ფედერაციის სახელით მამაო მომიგზავნეს: პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალო" - რას ამბობს დათუნაშვილი გეგეშიძის გათავისუფლებაზე

"ვიცი, რომ გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს. სიმართლე იზეიმებს" - ამის შესახებ ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დათუნაშვილი სამომავლოდ გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობას არ აპირებს.

"გეგეშიძესთან არ ვითანამშრომლებ, ეს გამორიცხულია. ამის მიზეზი ის პრობლემებია, რაც აქამდე იყო - არასწორი მმართველობა, სპორტული კუთხით ადამიანების დაბლოკვა, ვინც მას თვალში არ მოსდის. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ პოსტიდან მისი წასვლით "ქვეყანა დაინგრევა" მე მგონია, რომ ეს ადამიანი სხვა რეალობაში ცხოვრობს. ბიჭების შრომას რომ საკუთარ თავზე იბრალებს, ეს არ ვიცი რას ნიშნავს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

სპორტსმენის განმარტებით, მას მხარდამჭერებისთვის არ მიუმართავს, რომ ამ დღეების განმავლობაში გვერდში დადგომოდნენ.

„მე არ მომითხოვია არავის მხარდაჭერა. ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვარ. ეს ადამიანები ურეკავენ ძიუდოისტებს, რომ მოდით ხალხო და დაგვიდექითო და ასე აგროვებენ მხარდამჭერებს. მე კი ამ ეტაპამდე არ მივსულვარ. სიმართლემ უნდა იზეიმოს. თუ მივალთ მაგ ეტაპამდე ჩემს მხარდამჭერებსაც დაინახავთ. მე არავინ დამკავშირებია ამ დღეების განმავლობაში.

ფედერაციის სახელით მამაო გამომიგზავნეს, ის მეუბნებოდა, რომ ზურაბ, ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალ. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია-მეთქი, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში ასეთი პრივილეგიები. მან მითხრა, მოდი, გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. მე ვუთხარი, რატომ უნდა იყოს ასე?! ჩემი სურვილი რა შუაშია, ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანად-მეთქი“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ამასთან, ჰყავს თუ არა თანამოაზრეები იმის თაობაზე რომ გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს, ევროპის ჩემპიონი ამბობს, რომ „დრო მოვა და ეს გამოჩნდება“. მოჭიდავემ ისაუბრა ასევე იმაზე, რომ ჭიდაობის ფედერაციაში მისი დაბლოკვა ხდებოდა, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წასულიყო.

„ასეთი დაპირისპირების შემთხვევა, მე მგონი, ისტორიაში პირველია, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რკინის ნივთს იყენებს სპორტსმენის მიმართ. ფედერაციაში მყოფ ადამიანებს მტერი ჰგონიათ ის ადამიანი ვინც მათგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს. ხდება ამ „მტრის“ ყველანაირად დაჩაგვრა. მე შემეძლო, ფედერაციაში ვყოფილიყავი ხელშეუხებელი, მექნებოდა ყველაფერი, ვიჭიდავებდი, მაგრამ ასე არ მინდა“, - განაცხადა ზურა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გეგა გეგეშიძემ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გუშინ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება დატოვა.

ზუგდიდში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა

ზუგდიდის სასამართლომ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისათვის პირს 600 ლარიანი ჯარიმა დაუწერა

"ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია, გაგიჟებული ვარ" - ანი სუბელიანის ინფორმაციით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ