ავტორი:

"ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია, გაგიჟებული ვარ" - ანი სუბელიანის ინფორმაციით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ

"ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია, გაგიჟებული ვარ" - ანი სუბელიანის ინფორმაციით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ

მომღერალ ანი სუბელიანის ინფორმაციით, გუშინ ღამე კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხნენ თავს.

ინფორმაციას სუბელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გუშინ ღამე კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხა თავს უკვე სახლის მეპატრონე. ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია. გაგიჟებული ვარ ხალხო, რამე გავაკეთოთ! ადვოკატიც კი ვერ იშოვეს ღამე, ან საშვი არ აქვთ, ან ძინავთ. რა გახდა ერთი ღამის მორიგე ადვოკატის გამოყოფა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის?

როგორ უგულოდ ექცევიან მსხვერპლებს, ეგეც ვიცით და კიდევ ერთხელ ვნახეთ და არიან სრულიად უპატრონოდ მიტოვებულები აღარ შემიძლია მართლა, ქალებს გამოუცხადეს თან განსაკუთრებული ომი და ზუსტადაც, სახლში უვარდებიან. წინა დღეს რო გირაოთი გამოუშვეს ლესბოსელ წყვილზე თავდასხმელი, მაგიტო მოხდა ეს ამბავი და ამაზე გავიგე, მხოლოდ შემაკავებელით უპირებენ გაშვებასო და ასე თუ გააგრძელა შსს-მ, ხვალ კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი გვეყოლება. ნორმალური საზოგადოება გადაწვავდა პოლიციის შენობებს ასეთ რამეზე, მოვ..ან ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი, თავს ვერ ვიცავთ უკვე ვერაფრით!" - წერს სუბელიანი.

ცნობისთვის, 20 აპრილს თბილისში ჰომოფობიური სიძულვილის მოტივით, გოგონებს თავს დაესხნენ. დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა).

2000 ლარით დაჯარიმდებით, თუ სასაფლაოების ტერიტორიაზე დაწესებულ შეზღუდვებს დაარღვევთ

პეკინის გამზირზე 17 წლის მოზარდს თავს დაესხნენ - არსებული ინფორმაციით, მიზეზი არასრულწლოვნის გენდერული იდენტობა გახდა

7 წლის ბავშვის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო