ავტორი:

"მერწყულის ნიშანში ჩვენი გონება ზეიმობს..." - როგორი პერიოდი ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს 10 თებერვლამდე

"მერწყულის ნიშანში ჩვენი გონება ზეიმობს..." - როგორი პერიოდი ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს 10 თებერვლამდე

მერკური პრაგმატული და სერიოზული თხის რქიდან ბევრად უფრო მსუბუქ მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა. აი, რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი განახლებული ტრანზიტის შესახებ, რომელიც 10 თებერვლამდე გასტანს:

"ჰაერის სტიქიის ნიშანში მოხვედრილი მერკური ადამიანებს მეგობრულს ხდის, უფრო ადვილად ვამყარებთ კონტაქტებს, იზრდება ცოდნის მოპოვების და ინტელექტუალური ურთიერთობის მოთხოვნილება, და ჩვენი უმეტესობა ცდილობს თანამოაზრეების პოვნას.

ამ პერიოდში კარგია ჯგუფურ აქტიობებში ჩართვა, შორეულ გეგმებზე და პროექტებზე ერთობლივი მუშაობა, საქმის გუნდურად გადაწყვეტა. კარგი დროა შეხვედრებისთვის, მეგობრული თავყრილობებისთვის, დისკუსიებისათვის ამა თუ იმ საინტერესო თემებზე.

ურანს ბევრი ასტროლოგი მერკურის ზედა ოქტავად მიიჩნევს, ამიტომ მერწყულის ნიშანში ჩვენი გონება ზეიმობს. ადამიანებში იმატებს შემოქმედებითი პოტენციალი. ჩნდება ორიგინალური და შესაძლოა ერთი შეხედვით უტოპიური იდეებიც კი, თუმცა ნუ უარყოფთ ამ იდეებს ერთი ხელის მოსმით, რადგან მერწყულის მერკური ხშირად წინ უსწრებს ხოლმე დროს და მომავლის გრანდიოზულ რეფორმებს, ცვლილებებს და სიახლეებს ხედავს.

განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია, რა თქმა უნდა, მერკური მერწყულიანებისათვი, აგრეთვე მათთვის, ვისაც ეს პლანეტა ჰაერის და ცეცხლის სტიქიის ნიშნებიში ჰყავთ.

ეს ტრანზიტი 10 თებერვლამდე გასტანს".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ