ავტორი:

იაპონელ ბავშვებს დიდხანს სძინავთ მშობლებთან ერთად და ეს ძალიან მართებულად მიაჩნიათ

იაპონელ ბავშვებს დიდხანს სძინავთ მშობლებთან ერთად და ეს ძალიან მართებულად მიაჩნიათ

ნაწყვეტი კრისტინა გროს-ლოს წიგნიდან "მშობლები საზღვრების გარეშე. აღზრდის საიდუმლოებები მთელი მსოფლიოდან".

მუდმივი კამათია იმის თაობაზე, ბავშვს ცალკე უნდა ეძინოს თუ - მშობლებთან ერთად. ვიღაც თავისთან აწვენს ბავშვს (მამას კი მეზობელ ოთახში გასაშლელ დივანზე ძინავს), ვიღაც კი ცდილობს პირველივე დღიდან თავისი შვილი დამოუკიდებელად ძილს მიაჩვიოს. იაპონიაში ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს. ბავშვებს სძინავთ მშობლებთან ერთად. კრისტინა გროს-ლო, წიგნის -"მშობლები საზღვრების გარეშე" ავტორი გვიხსნის, რა დადებითი მხარე აქვს მშობლებთან ერთად ძილს. იაპონელი მეგობრები ყოველთვის მეკითხებოდნენ: მართალია, რომ ამერიკაში მშობლები ბავშვებს ცალკე საწოლში და ცალკე ოთახში აწვენენ?

მასაკოს (დედას ნაგოიდან) ვერ წარმოუდგენია ასეთი რამ. საღამოობით, ის სიამოვნებით უყურებს თავის 4 შვილს, რომლებიც იატაკზე შლიან მატრასს ისე, რომ თითოეულს საშუალება ჰქონდეს დედასთან ახლოს ყოფნისა. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი 4 არიან, რომელიღაც აუცილებლად იწვება დედის თავზე. მასაკი დიასახლისია, მისი მეუღლე - სტომატოლოგი.

იაპონური სტანდარტით მათ საკმაოდ შეძლებული ოჯახი აქვთ. მაგრამ კვადრატული მეტრები - ამომავალი მზის ქვეყანაში საკმაოდ ძვირია, ამიტომ 6 სული საკმაოდ პატარა ტრადიციულ სახლში ცხოვრობს (თუმცა, თუ მასაკოს და მის მეუღლეს ცალკე დაწოლა მოუნდებათ, მათ ამის საშუალება აქვთ). იაპონელი ბავშვები დედასთან ერთად წვანან, - ამბობს მასაკო.

რა მოხდება თუ ბავშვი ღამე იტირებს? ან თავს მარტოდ იგრძნობს? იაპონელ ბავშვებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ძილის მიმართ. მათ სძინავთ ყველგან: დედასთან ხელში, სლინგში, საბავშვო ეტლში, ფუტონზე, მშობელთა კრებაზე და მარკეტებშიც კი. ზოგჯერ იაპონელები ყიდულობენ საწოლებს, რომლებსაც დამცავი ბადე ან მოაჯირი აქვთ და დგამენ არა საძინებელში, არამედ სასტუმრო ოთახში. იქ, სადაც ოჯახი მთელ დღეს ატარებს. წაიკითხეთ სრულად

როგორ ჩატარდა სისხლის პლაზმის გადასხმის პირველი პროცედურა საქართველოში - ინფექციონისტი პროცესს დეტალურად აღწერს

"არ მინდოდა ჯერ მეთქვა, მაგრამ... დიახ, უკვე გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა კრიტიკულ პაციენტზე" - თენგიზ ცერცვაძე

"გარდაცვლილ ბოლო ორ პაციენტს, კოვიდინფექცია აღარ ჰქონდათ, პასუხი ვირუსზე უარყოფითი იყო" - თენგიზ ცერცვაძე