ავტორი:

"არ მინდოდა ჯერ მეთქვა, მაგრამ... დიახ, უკვე გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა კრიტიკულ პაციენტზე" - თენგიზ ცერცვაძე

"არ მინდოდა ჯერ მეთქვა, მაგრამ... დიახ, უკვე გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა კრიტიკულ პაციენტზე" - თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლის პლაზმის გამოყენების პირველი შემთხვევა საქართველოში უკვე დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "მოამბის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

"არ მინდოდა ჯერ მეთქვა, მაგრამ რადგან იკითხეთ გეტყვით, რომ დიახ, ერთხელ უკვე გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა კრიტიკულ პაციენტზე. თქვენ ხშირად გესმოდათ, რომ ინფექციურში წევს ერთი კრიტიკული პაციენტი, 83 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა მძიმე პნევმონია, ჰიპერტონული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი ჩვენს კლინიკაში და ალბათ ქვეყანაშიც.

ჩვენ გამოვიყენეთ მის შემთხვევაში პლაზმის გადასხმა ორჯერ და ასევე, გამოვიყენეთ ძლიერმოქმედი მედიკამენტი ტოცილიზუბაბი. ეს პაციენტი ჯერ არ ითვლება კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსულად, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკული მდგომარეობის პიკმა გაიარა, ის მაინც რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში.

მის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გვექნება 2-3 დღეში, როცა კრიტიკული პერიოდი ან გაივლის და ის გამოჯანმრთელდება, ან არ მინდა დავუშვა და შედეგი იქნება არასასურველი" - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე