ავტორი:

დღეს, ღამის 4 საათზე მაღვიძარა დააყენეთ... - რა შანსი ეძლევათ ზოდიაქოს ნიშნებს და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს, ღამის 4 საათზე მაღვიძარა დააყენეთ... - რა შანსი ეძლევათ ზოდიაქოს ნიშნებს და რას გვირჩევენ ასტროლოგები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი პერიოდის ასტროლოგიურ მიმოხილვას გვთავაზობს. რას უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები?

"უკვე ჩაიარა დაბნელებების მორიგმა სერია, თუმცა ამ კვირას ჯერ კიდევ ეტყობა გამოყოლილი სირთულე. არის დადებითი ტენდენციები, მაგრამ ჯერჯერობით არის ასევე ნეგატივიც. მზისა და მერკურის შეერთება, რომელიც მთელ კვირას ფონად გასდევს, ცოტა რთული ხასიათის იქნება, ვინაიდან ამ შეერთებას შეუძლოა გახადოს ადამიანები უფრო მეტად ზედაპირულები, ვიდრე ეს სასურველი იქნებოდა, ასეთ დროს კონტაქტებს ადვილად ვამყარებთ, და დაპირებებსაც იოლად ვიძლევით, თუმცა საკითხავია, რამდენად ხანგრძლივი აღმოჩნდებიან ახალი კონტაქტები, ან საერთოდ შესრულდება კია ის დანაპირებები, რომლებიც ჩვენ გავეცით ან მივიღეთ? გარდა ამისა, მოსალოდნელია მოგვემატოს ათას ადგილზე წასვლა-მოსვლის აუცილებლობა. უაზრო ფუსფუსი, წვრილმანი დავალებები. მეხსიერება, ცოტა არ იყოს, შეფერხებით მუშაობს და რაღაცით იმ კომპიუტერს წააგავს, რომელიც გადატვირთვას საჭიროებს...

მზე - მერკურის შეერთების სასიკეთო ზეგავლენა კი მხოლოდ 30 იანვარის დადგომიდან გამთენიის 4 საათამდე შეიქმნება, როდესაც აბსოლუტურად ზუსტ შეერთებაში მოვლენ. ეს დრო შესანიშნავია გონების ზეიმისათვის, რადგან მზე - ჩვენი ცნობიერი და მერკური - გონება ასევე აბსოლუტურ თანხვედრაში მოდიან! ამ დროს სამწუხაროდ ჩვენი ბიო-რიტმებიდან გამომდინარე - გვძინავს. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ სწორედ ძილში, სიზმარში მიაგნოს გონებამ საჭირო პასუხებს იმ კითხვებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე გაქვთ. მათ ვისაც სიზმრის გამოტანა გიჭირთ, შეგიძლიათ 4 საათისთვის მაღვიძარა დააყენოთ და ვიდრე ბოლომდე გაიღვიძებდეთ და ცნობიერი სიზმარში ნანახს დაბლოკავდეს, აღიდგინოთ და დაიმახსოვროთ - რა გიკარნახათ თქვენმა ქვეცნობიერმა...

კვირის მე-2 ნახევარიდან ირთვება იუპიტერის დადებითი სექსტილური კავშირები მზესთან და მერკურისთან. ეს კარგ შესაძლებლობებს მისცემთ მერწყულებსა და მშვილდოსნებს, აგრეთვე მათ, ვისაც რუკის მნიშვნელოვანი წერტილები ამ ზოდიაქოების მეორე დეკადის ფარგლებში აქვთ განლაგებული. აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, ვისაც პირად ჰოროსკოპში მზისა და იუპიტერის შეერთება, სექსტილი ან ტრინი აქვთ... მათ მართლაც მნიშვნელოვანი წარმატებები ელით! თუმცა შესაძლოა ეს ასპექტი არც მზე-იუპის კვადრატურის მფლობელებმა გამოიყენონ ურიგოდ, რომ იტყვიან, მონდომებას გააჩნია.

ახლა კი ცოტა უფრო დაწვრილებით, რა შანსები გვეძლევა ამ პერიოდში:

პირველ ყოვლისა, შესანიშნავი ჯანმრთელობა და გუნება განწყობა! დამეთანხმეთ, ეს არც ისე ცოტაა სხვაც რომ სულ არაფერი იყოს. მაგრამ არის ბევრი სხვაც, კერძოდ კი-სოციალური წარმატების შანსები, მხარდაჭერა ხელმძღვანელობისაგან, უფროსობისაგან, შემოსავლის წყაროს ზრდა, კარგი, სტაბილური მატერიალური მდგომარეობა,ოჯახში, პირად ურთიერთობებში არსებული უთანხმოებების თუ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობები, მშვენიერი პერიოდია ნიშნობისათვის, თუმცა ცოტათი ადრეა ჯვრისწერისთვის. ერთადერთი საფრთხილო რაცაა, არ გადასცდეთ დაგეგმილ ბიუჯეტს. როგორც ზევით გითხარით, ასპექტი იმუშავებს მთელი ეს კვირა.

ასევე მთელი კვირა იქნება ჩართული მარსისა და პლუტონის კვადრატი, თუმცა აქტიურ ფაზაში 31 იანვრიდან შევა. კვადრატი ნეგატიური ასპექტია და მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოცდილება გვაკლია. შეფერხებებიც და პრობლემებიც, სწორედ ამ გამოუცდელობის გამო გვაქვს ხოლმე.იმისათვის რომ საქმე არ გავირთულოთ, უნდა გავერკვეთ, რას ითხოვს ჩვენგან ეს ასპექტი. და შევეცადოთ გავაპლიუსოთ. მარსი აქტივობაა, პლუტონი კი ცვლილებები. ესეიგი, იმისათვის რომ ჩვენი აქტივობები იყოს სწორი, უნდა მოვახდინოთ ჩვეული ქმედებების ტრანსფორმაცია. უნდა გვესმოდეს, რომ აქ და ახლა ძველი, გატკეპნილი გზებით და მეთოდებით ბრძოლა აღარ შეიძლება, და რომ სამყარო ჩვენგან სიახლეების გატარებას ითხოვს. თუ ახალ მიდგომებს არ გამოვავლენთ, ძველები უკვე აღარ იმუშავებენ და შეგვიქმნიან სირთულეებს.

გაფრთხილებად კი გეტყვით, რომ კრიმინალურ სიტუაციებს უნდა არიდოთ თავი. და ეს ეხება არამხოლოდ საშიშ და ბნელ ადგილებში ღამით სეირნობას, არამედ მსხვილ საფინანსო, არაკანონიერ ქმედებებს. ნუ გარისკავთ. ეს არაა ის დრო, როდესაც რისკს შამპანურები მოჰყვება. კრიტიკული პერიოდია ბიზნესისათვის, განსაკუთრებით საგადასახადო თემებთან, ბირჟებთან, საბაჟოებთან, დაზღვევასთან ურთიერთობის საკითხებში. ნუ მოითხოვთ ამ პერიოდში ვალების დაბრუნებას. აცადეთ ასპექტს დაშლაზე წავიდეს. მოითმინეთ 1 თებერვლამდე. განსაკუთრებით ეს ამბები ვერძებსა და თხის რქებს ეხებათ, ასევე მათ, ვისაც ამ ზოდიაქოს ნიშნების 22 გრადუსზე მნიშვნელოვანი პლანეტები ჰყავთ.

ყურადღებით უნდა იყვნენ ისინიც, ვის პირად რუკებში მარსსა და პლუტონს შორის რაიმე ასპექტი არსებობს.

და ბოლოს - ისევ კარგი ამბები:

2 თებარვლიდან ვენერასა და ურანის ტრინის ჰარმონიულ ზემოქმედებას ვიგრძნობთ. ვინაიდან ვენარა ჩვენს გრძნობებს, ხოლო ურანი მოულოდნელ და ახალ სიტუციებს გეგმავს, მათი ჰარმონიული ურთიერთშეხება სასიყვარულო სფეროში ახალ გამოცდილებას მოასწავებს. გაიზრდება როგორც მსუბუქი ფლირტის, ისე მოულოდნელი სექსუალური ურთიერთობების რიცხვი. სასიყვარულო ურთიერთობებში მოიმატებს მეტი მეგობრული დამოკიდებულება, ინტერესი პარტნიორის სულიერი სამყაროსადმი. შესაძლოა ამ დღეებში სურვილი გაგიჩნდეთ ახლობლები საჩუქრებით გაანებივროთ. ან თავად თქვენ გაგიკეთოთ ვინმემ საჩუქარი. შესანიშნავი პერიოდია მეგობრებთან შეხვედრებისათვის, აგრეთვე ახალი, საინტერესო კავშირების დასამყარებლად, როგორც მეგობრულ თუ სასიყვარულო, ისე - საქმიან სფეროში. შესაძლოა გუშინდელმა მეგობრებმა, ან საქმიანმა პარტნიორებმა აღმოაჩინონ, რომ სინამდვილეში ერთმანეთი უყვართ.

არის გარკვეული ტენდენცია საზოგადოებრივი მორალის უგულვებელყოფისა, ზოგ შემთხვევაში არაა გამორიცხული ჩასახვა, რომელიც შესაძლოა არასასურველი აღმოჩნდეს. თუმცა ვენერა ასევე მართავს ჩვენს ფინანსებს, ესთეტიკას, ამიტომ არაა გამორიცხული რაიმე შენაძენის გაკეთება განსაკუთრებით კი თანამედროვე ტექნიკის (ურანი) ან, პირიქით - ურანმა "დაგარტყათ" მოულოდნელად და ანტიკვარიატი (ვენერა) შეგაძენინოთ... შესაძლოა მიიღოთ მცირე ფინანსური დახმარება მეგობრისაგანაც. თუმცა, არც ისაა გამორიცხული ახალი, ფრიად მოულოდნელი შემოსავლის წყაროც აღმოაჩინოთ!ბიზნესისათვის სწორედ ახლა ძალზე წაადგება ახალი, ნოვატორული იდეები. შესაძლოა ისინი თქვენი მეგობრებისაგან, ან გამოცდილი ადამიანებისაგან მოისმინოთ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ