ავტორი:

გიგი უგულავა - ზურაბ ბიგვავას პირველი ტურის შემდეგ კახეთში "ტოჩნი ზურაბა" შეარქვეს, ისე "ზუსტად" დასვა შედეგი

გიგი უგულავა - ზურაბ ბიგვავას პირველი ტურის შემდეგ კახეთში "ტოჩნი ზურაბა" შეარქვეს, ისე "ზუსტად" დასვა შედეგი

"ქართული ოცნება" ენდობა მხოლოდ ბიგვავას, რომელსაც პირველი ტურის შემდეგ კახეთში "ტოჩნი ზურაბა" შეარქვეს, ისე "ზუსტად" დასვა შედეგი", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტიის ერთგვარი ნარატივია, რომ არ ენდოს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციას.

"კვლევა, ზოგადად, სარკეა, ანახებს პრობლემებს. უკვე მეშვიდე წელია, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია და NDI მანტრად აქვს გადაქცეული, თითქოს რაღაც უბედურება იყოს და ამ კვლევებს არ ენდობიან. "ქოცური" ნარატივები ხომ ყალიბდება და ერთ-ერთი ამ "ქოცურ" ნარატივში დევს ეს, რომ NDI-ს კვლევებს არ ენდონ. მერე ხდება ისე, რაც მოსწონთ, ენდობიან და რაც არ მოსწონთ, არ ენდობიან. ეს არის "ქართული ოცნების" დიაგნოზი, რომელიც ენდობა მხოლოდ ზურა ბიგვავას კვლევებს, რომელსაც პირველი ტურის მერე კახეთში "ტოჩნი ზურაბა" შეარქვეს, ისე ზუსტად დასვა შედეგი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ქოცურ" ნარატივში დევს ეს, რომ NDI-ს კვლევებს არ ენდონ" - გიგი უგულავა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები