ავტორი:

ვინ არიან დები, რომლებიც, "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების საქმეზე დააკავეს

ვინ არიან დები, რომლებიც, "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ფარული კადრების საქმეზე დააკავეს

ფარული კადრების გავრცელების საქმეზე, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათი პარტიის ორი წევრი დააკავეს. ისინი აჭარის ორგანიზაციის წევრები, დები - ირმა და ინგა ხოროიშვილები არიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დაკავებულები თბილისში გადაიყვანეს და მათი მობილური ტელეფონები ექსპერტიზაზე გადაგზავნეს.

ფოტო ირმა ხოროიშვილის "ფეისბუქიდან"

აქტივისტების დაკითხვის გამო, მთელი ღამის განმავლობაში პარტიის წევრები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ, სადაც ხმაური იყო, ისინი ხელისუფლებას ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტსა და მის დას ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, ლევან დავითაიამ განუცხადა. ის ჯერ მის დაცვის ქვეშ მყოფებს არ შეხვედრია, შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით მათი პოზიცია ადვოკატისთვის უცნობია.

„მათ სავარაუდოდ, ბრალად ედებათ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა. კონკრეტულად რომელი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, სამწუხაროდ, არ ვიცი, რამდენიმე საათში მეცოდინება“, - განაცხადა დავითაიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის გია აბულაძის თქმით, ინგა და ირმა ხოროიშვილები უკანონოდ არიან დაკავებულები. ოპოზიცია საქმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. ამასთან, აბულაძე "ქართული ოცნების" წევრს ეკა ბესელიას მოუწოდებს, რომ დაკავებულ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადოს და რეალური დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს:

"მოვითხოვთ ჩატარდეს ობიეტური გამოძიება., ყველამ იცის რომ ვიდეოები გავრცელდა ყველგან, ის აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და მოვითხოვთ გამოძიება დაინტერესდეს და გამოიკვლიოს ყველას ტელეფონი - დაწყებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარით, შემოწმდეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ტელეფონებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩაითვლება ოპოზიციის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიად და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად" - განაცხადა გია აბულაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები