ავტორი:

აშშ-ში ისე ცივა, რომ ქალს თმა გაეყინა - ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

აშშ-ში ისე ცივა, რომ ქალს თმა გაეყინა - ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

ქალი აშშ-ში სველი თმით გარეთ გავიდა და თმა გაეყინა. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება.

პოლარული ყინვა აშშ-ში გრძელდება, ტემპერატურა რამდენიმე შტატში - 40 გრადუსამდე დაეცა. ამერიკელების დიდი ნაწილი „ტვიტერსა“ და „ფეისბუქზე“ აზიარებს ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორი ძლიერი ყინვაა გარეთ - მაგალითად, როგორ უცებ ცივდება და იყინება ადუღებული წყალი.

თუმცა, აიოველი ქალის, ტეილორ სკელონის ვიდეო, სადაც მისი თმა ვერტიკალურ მდგომარეობაში გაყინული ჩანს, ყველაზე პოპულარული გახდა. ტვიტერზე მას მილიონზე მეტი ნახვა, 41 მოწონება და 12 ათასი გაზიარება აქვს.

VIDEO საშინელი ყინვის გამო, აშშ-ში ქალს თმა გაეყინა - ვიდეოს "ტვიტერზე" მილიონობით ნახვა და კომენტარი აქვს

აშშ-ს რამდენიმე ქალაქი პოლარული ყინვის გამო პარალიზებულია. ტემპერატურა ჩიკაგოში -30 გრადუსია - უფრო დაბალი, ვიდრე ანტარქტიკის ბევრ ნაწილში. კიდევ უფრო მეტად ცივა ჩრდილოეთ დაკოტაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა -37 გრადუსამდე დაეცა.

აიოვაში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, გარეთ ყოფნის დროს ეცადონ ღრმად არ ჩაისუნთქონ და ნაკლები ილაპარაკონ.

ბეწვის მწარმოებელ ფერმაში წაულებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

"სინამდვილეში, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი 5-ჯერ მეტია..." - რას ყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 260 ადამიანი დაიღუპა, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია