ავტორი:

ბეწვის მწარმოებელ ფერმაში წაულებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

ბეწვის მწარმოებელ ფერმაში წაულებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

ნიდერლანდებში, წაულების ბეწვის მწარმოებელ ორ ფერმაში ძუძუმწოვრებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. შემთხვევების აღმოჩენის შემდეგ, ფერმების თანამშრომლები კარანტინში გაუშვეს.

როგორც Reuters წერს, ძუძუმწოვრები კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გატესტეს - მათ სუნთქვის პრობლემები შეექმნათ. ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, არსებობს ვარაუდი, რომ წაულები ფერმაში დასაქმებული ადამიანებისგან დაინფიცირდნენ.

ქალაქები, სადაც აღნიშნული ფერმებია განთავსებული, ქვეყანაში ერთ-ერთ პირველ ადგილასაა ინფიცირებულთა რაოდენობით. ნიდერლანდების მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ძუძუმწოვრებისგან ადამიანების დაინფიცირების შანსი მინიმალურია, თუმცა მაინც ურჩევენ ჰოლანდიელებს, არ მიუახლოვდნენ ცხოველების ფერმებს.

წაულას ბეწვი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია მოდის ინდუსტრიაში და წარმატებით იყიდება ჩინეთში, კორეასა და თურქეთში. ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, ნიდერლანდების მთავრობამ 2013 წლიდან აკრძალა ქვეყანაში წაულების ახალი ფერმების გახსნა, უკვე არსებული ფერმები კი 2024 წლამდე დაიხურება.

უკრაინაში კორონავირუსით მღვდელი გარდაიცვალა, რომელიც წირვა-ლოცვას ფარულად ატარებდა

"იუვენტუსის" ფეხბურთელს, პაოლო დიბალას კორონავირუსი 6 კვირაში 4-ჯერ დაუდასტურდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს ვაჟი შეეძინათ - წყვილმა ცოტა ხნის წინ COVID-19 გადაიტანა