ავტორი:

ნებისმიერ ჩვენგანს, ინტერნეტში ვიღაცამ შეიძლება რაღაც გამოუგზავნოს და ამის გამო ციხეში წლების გატარება მოუწიოს - ჯაფარიძე

ნებისმიერ ჩვენგანს, ინტერნეტში ვიღაცამ შეიძლება რაღაც გამოუგზავნოს და ამის გამო ციხეში წლების გატარება მოუწიოს - ჯაფარიძე

საშინელი პრეცედენტია, ნებისმიერ ჩვენგანს, ინტერნეტში ვიღაცამ რაღაც რომ გამოუგზავნოს, შეიძლება ამის გამო ციხეში წლების გატარება მოუწიოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოში ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე დაკავებულების პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ჯაფარიძის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვებული ორივე პირი "გირჩის" წევრია, ორის მიმართ კი გირაო გამოიყენეს, რითიც სასამართლომ ცუდ პრეცედენტს დაუდო საფუძველი.

„ტრადიციული მასკარადი იყო. ცხადია, ყველა ის ადამიანი დარბაზიდან იყო გასაშვები. ვისაც გირაო შეუფარდეს, არ ვიცი რისთვის შეუფარდეს. ამ ადამიანებმა მესენჯერში მიიღეს ვიდეოფაილი, მათგან ნაწილს საერთოდ არ უნახავს და ამის გამო ადამიანებს ციხეში ჩასმას უპირებენ და გირაოთი გამოუშვეს. ეს საშინელი პრეცედენტია, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს, ვიღაცამ რაღაც რომ გამოუგზავნოს, შეიძლება ამის გამო ციხეში წლების გატარება მოუწიოს. ეს თქვა დღეს სასამართლომ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც დღეს გირაოთი გამოუშვა, მაგრამ არსებითი განხილვისას რას იზამს, კაცმა არ იცის. პატიმრობაში დატოვებული პირებიდან საფრთხე არ მომდინარეობდა, ამ ადამიანების პატიმრობაში დატოვების საფუძველი უბრალოდ არ არსებობდა. ეს იყო პოლიტიკური მასკარადი", - განაცხადა ჯაფაფიძემ.

საქალაქო სასამართლომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, 7-ს კი, გირაო შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები