ავტორი:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობამ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარადგინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობამ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარადგინა

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იცით, რომ წინ გვაქვს საგაზაფხულო სესია და იცით, რომ იურიდიული კომიტეტის ახალი თავმჯდომარე უნდა წარადგინოს უმრავლესობამ. ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პოზიციაზე უმრავლესობა წარადგენს ანრი ოხანაშვილს. მინდა წარმატებები ვუსურვო მას, ვინაიდან ძალიან რთული და შრომატევადი საქმის გაძღოლა მოუწევს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს ეკა ბესელია არ უჭერს. მისი თქმით, ამ პოსტზე მისთვის ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა იყო მისაღები.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის საკითხზე არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რაც დღეს უმრავლესობის შიგნით შეჯერდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება სესიაზე უნდა იყოს მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილისკანდიდატურა ჩემთვის სწორედ იმ ღირებულებების და ფასეულობების დაცვაა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არა მხოლოდ სახელსა და გვარს, არამედ სწორედ ამ სტანდარტების დაცვას და ამ გზით სვლას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. პირდაპირ ვამბობ, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას სწორედ ამიტომ არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს, ეს არ არის პერსონალური ამბავი. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და იმ პრინციპების დაცვას, რომელსაც ჩვენ ვიცავთ,“ - განაცხადა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი ასრულებს.

იხილეთ ვიდეო: იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას წარადგენს

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები