კონცერნი General Motors ავტოწარმოებაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას აპირებს, რომლებსაც აშშ-ის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოსთან (NASA) ერთად შეიმუშავებს. უახლეს ტექნოლოგიებს, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი მგზავრთა უსაფრთხოების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებაა, General Motors-ი თავის ახალ ავტომობილებში გამოიყენებს.
როგორც ავტომწარმოებლის ოფიციალური პრესრელიზიდან ირკვევა, პირველ რიგში, საუბარია სენსორებსა და ვიდეოსისტემებზე, რომლებიც NASA-სა და General Motors-ის ინჟინრებმა ანდროიდ "რობონავტი 2"-ისთვის შექმნეს. მასში გამოყენებული ტექნოლოგიები სასარგებლო იქნება კრუიზ-კონტრილისა და სხვა სისტემებისთვის.
"რობონავტ 2"-ზე მუშაობა 2007 წლიდან მიმდინარეობს. თავიდან ამერიკული ავტოგიგანტის მესვეურები ახალი რობოტის გამოყენებას სახიფათო სამუშაოების შესასრულებლად აპირებდნენ, თუმცა კოსმოსურ სააგენტოსთან სამწლიანი თანამშრომლობის შედეგად 34 ახალი ტექნოლოგიის პატენტი შეიქმნა, რომელთაგან რამდენიმეს გამოყენება ავტომობილის წარმოებაშიც წარმატებით შეიძლება.
2010 წლის აპრილში NASA-მ კიდევ ერთ ამერიკულ ავტომწარმოებელთან თანამშრომლობის თაობაზე სამწლიანი შეთანხმება გააფორმა. კონცერნ Chrysler-თან ერთად სააგენტო ახალი მასალების, ენერგეტიკულ მოწყობილობების, ძრავების, ავტომატური სისტემებისა და რადიოლოკატორების გამოგონებასა და გამოყენებაზე იმუშავებს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.