ავტორი:

რა მდგომარეობაშია დიდი დიღმის კორპუსი, სადაც გაზი აფეთქდა - ექსპერტიზის დასკვნის დეტალები

რა მდგომარეობაშია დიდი დიღმის კორპუსი, სადაც გაზი აფეთქდა - ექსპერტიზის დასკვნის დეტალები

ექსპერტიზის დასკვნით, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად მდგრადია, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის თბილისის მერიისგან 55 ოჯახს ბინის ქირის კომპენსაცია ერიცხება.

„რაც შეეხება კორპუსის მდგარდობას, სამხარაულის ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, კონსტრუქცია არის მდგრადი, მაგრამ აღენიშნება უმნიშვნელო დაზიანებები. თუმცა მე-6 სართულს აქვს მე-3 და მე-4 კატეგორიის დაზიანებები. აღნიშნულზე ჩვენ მოგვივიდა სამხარაულის რეკომენდაცია, თუ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს ჩვენი მხრიდან. მათი რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და კორპუსი იქნება სრულად რეაბილიტირებული. ამის შემდეგ კორპუსი იქნება სრულად უსაფრთხო საცხოვრებლად. უახლოეს მომავალში გვექნება მატერიალური და საინჟინრო ზარალის შესახებ ინფორმაცია, ექსპერტიზის დასკვნა. მას შემდეგ, რაც ყველა პასუხს მივიღებთ, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს კორპუსის რეაბილიტაციას. რაც შეეხება მეორე კორპუსს, რომელშიც აივნები, ფანჯრები იყო დაზიანებული, იქ ყველაფერი უკვე გაკეთდა, ბუნებრივი აირის მიწოდებაც აღდგა, დასუფთავების სამსახურმა დაიწყო მუშაობა“, - განაცხადა გამგებელმა.

მისივე განმარტებით, მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია მზად არის, დასკვნის მიღებისთანავე დაიწყოს სამუშაოები.

„დღეს კომპანია ლოკალურად მუშაობს. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ზარალის ანაზღაურება სრულად მოხდება მერიის მხრიდან, როგორც მატერიალური, ისე საინჟინრო. კონკრეტულ თანხებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე არ ვიცით ეს ყველაფერი რა დაჯდება, იქამდე, ვიდრე ზარალის ოდენობას ექსპერტიზა არ დათვლის“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ბუნებრივი აიღის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. დაკავებულია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა

სად სწავლობს ექსპრემიერ გახარიას ქალიშვილი - "ანნა სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა"

ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები - მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა