ავტორი:

სად სწავლობს ექსპრემიერ გახარიას ქალიშვილი - "ანნა სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა"

სად სწავლობს ექსპრემიერ გახარიას ქალიშვილი - "ანნა სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა"

ექსპრემიერი გიორგი გახარია არც თანამდებობაზე ყოფნის დროს და არც წასვლის შემდეგ პირად ცხოვრებასა და ოჯახზე არ საუბრობდა. პირველად ცოლ-შვილთან ერთად 2 წლის წინ, აღდგომის დღესასწაულზე, ტაძარში გამოჩნდა.

ცნობილია, რომ გახარიას მეუღლე მარიკა ფანცულაია ერთ-ერთ კლინიკაში ექიმ-ლაბორანტად მუშაობს. წყვილს ერთი შვილი, ანნა გახარია ჰყავს.

ანნა 11 წლის არის. ცოტა ხნის წინ მის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე იყო. ექსპრემიერის ქალიშვილი საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში ჩაირიცხა და რამდენიმე თვე სწორედ იქ იმყოფებოდა.

თუმცა შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ანა ცოტა ხნის წინ სამშობლოში დაბრუნდა. ის სწავლას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს და საფრანგეთს მალე დაუბრუნდება. ანნა უცხო ენების სწავლით არის დაინტერესებული. იცის ფრანგული, ინგლისური, ამჟამად სწავლობს იაპონურ ენას. ცნობილია, რომ მას განასაკუთრებული ურთიერთობა აქვს მამასთან.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ვაქცინების შესანახ მაცივარში "ტემპერატურული რეჟიმიდან გადახრა დაფიქსირდა“ - გაფუჭდა თუ არა ვაქცინები?

"პანდემიის "მეოთხე ტალღა" ნამდვილად იქნება, მაგრამ რა სიმძლავრის..." - რას ამბობს ექიმი-ეპიდემიოლოგი?

„რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ 4 ივლისიდან აიღებს სტარტს