ავტორი:

რა შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძეს?

რა შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძეს?

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წევრ გედევან ფოფხაძეს შესთავაზა, რომ თუკი მას მმართველი გუნდიდან გარიცხვის ფორმით წასვლა სურს, გარიცხავენ.

“ინტერპრესნიუსი“ წერს, რომ 6 თებერვალს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილმა ფოფხაძეს მიმართა - თუკი “ქართული ოცნებიდან“ გასვლა უნდა, შეუძლია საკუთარი ინიციატივით გავიდეს, თუკი გუნდში დარჩენა სურს - დარჩეს, ხოლო თუკი გარიცხვა უნდა - გარიცხავენ.

როგორც სააგენტო “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ფოფხაძეს შესთავაზა, რომ ამ სამ ვარიანტს შორის არჩევანი თავად გააკეთოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

თავის მხრივ, გედევან ფოფხაძემ აღნიშნულის დადასტურებისგან თავი შეიკავა და სააგენტოსთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის უმრავლესობის შეხვედრის დეტალებზე დღეს არ ისაუბრებს.

გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადება რამდენჯერმე გააკეთა. პირველად მაშინ, როცა პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძე აირჩია. გუნდის ეს გადაწყვეტილება ფოფხაძემ გააპროტესტა და გუნდს „ქართული ოცნებიდან“ გასვლით დაემუქრა.

გუნდიდან შესაძლო გასვლის თაობაზე ფოფხაძემ მინიშნება მაშინაც გააკეთა, როცა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს. მაშინ გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნება“ კომპარტიას და კომკავშირს შეადარა და თქვა, რომ არ არის მისი ადგილი ისეთ პოლიტიკურ პარტიაში, საიდანაც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო რიცხავენ, თუმცა მოგვიანებით ამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნებიდან“ მოსალოდნელ გასვლას ბოლო კვირების განმავლობაშიც აანონსებს. ამ შემთხვევაში დეპუტატის პროტესტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხს უკავშირდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."