ავტორი:

5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან

5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან

საკუთარი ფინანსების სწორად და რაციონალურად განაწილების უნარი სიმდიდრისკენ მიმავალი ერთადერთი სწორი გზაა. სწორედ ამას ირწმუნებიან ექსპერტები. ზოგიერთ ადამიანს ბიუჯეტის გამკლავება საერთოდ არ შეუძლია. ისინი ფულს უაზროდ ხარჯავენ, ხშირად ძვირადღირებულ (მათი ფინანსებიდან გამომდინარე) შესყიდვებს ახორციელებენ. მაშინ როცა, მდიდარი ადამიანები, თუნდაც საფულეში მილიონი დოლარი ჰქონდეთ, ამ ნივთებს არასდროს არ იყიდიან.

გთავაზობთ 5 ზედმეტ ნივთს, რომელთა ყიდვისთვის მდიდარი ადამიანი ფულს არასდროს დახარჯავს:

1.ძვირფასი გაჯეტები

მობილური ტელეფონები და სხვა თანამედროვე გაჯეტები ფუფუნების საგნებს უკვე დიდი ხანია აღარ წარმოადგენენ და ჩვენი ცხოვრების აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს. წარმატებული, საქმიანი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეტყობინებას და ზარებს დროულად უპასუხონ. თუმცა, ისინი აფასებენ სამსახურის ხარისხსს, სისწრაფეს და კომფორტს, და ბრენდების რბოლაში მონაწილეობას არ ღებულობენ, როგორც ამას ზოგიერთი ადამიანი აკეთებს, რომელთაც არც თუ ისე მაღალი შემოსავალი აქვთ.

უდაოდ, წარმატებული ადამიანი ძვირადღირებულ ტექნიკას ყიდულობს. მაგრამ შესყიდვის განხორციელების შემდეგ, ბრენდების რბოლაში მონაწილეობას საერთოდ არ ღებულობს, არამედ გააზრებული აქვს, რომ ამ ტელეფონმა დიდი ხნის განმავლობაში უნდა ემსახუროს.

ის შესაძლებლობას რაციონალურად იყენებს, მაშინაც კი, თუ შეუძლია საკუთარ თავს მეტის უფლება მისცეს. არ აიღებს კრედიტს, რომ უკანასკნელი მოდელის, ყველაზე პოპულარული ტელეფონი შეიძინოს, თუ მისი ძველი ტელეფონი შესანიშნავად მუშაობს. ხშირად შეიძლება ვნახოთ, რომ მდიდარი და წარმატებული ადამიანები მობილური ტელეფონების ძველ მოდელებს იყენებენ და ამის გამო საერთოდ არ ნერვიულობენ.

ხოლო ღარიბი ადამიანები, პირიქით, სარეკლამო და მარკეტინგულ მახეში ებმებიან. საკუთარი საჭიროებების საზიანოდ, სესხს ღებულობენ, ნივთში ორმაგ თანხას იხდიან, რომელიც ამად საერთოდ არ ღირს. „მე ხომ მასზე ცუდი არ ვარ“ - სწორედ ასე ფიქრობენ ზოგიერთი ადამიანები, რომელთაც ბიუჯეტიც საკმაოდ შეზღუდულია.

2.ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმელი

მილიონერებს წამყვანი დიზაინერების უკანასკნელი მოდის ტანსაცმლის შეძენა შეუძლიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შრომით მოპოვებულ თანხას ფუფუნების კლასის ტანსაცმელზე ხარჯავენ. ერთ-ერთ ინტერვიუში, IKEA-ს დამფუძნებელი, ინგვარ კამპრადი აღიარებს, რომ როგორც წესი, დიდ ბაზრობაზე ნაყიდ ნივთებს იცვამს, რითაც "სხვებს კარგ მაგალითს" აძლევს. ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეითსი აღნიშნავს, რომ მის მაჯაზე საათის ღირებულება მხოლოდ 10 დოლარია, მიუხედავად იმისა, რომ Rolex-ის ბრენდის მილიონობით საათის ყიდვა შეუძლია.

უდაოდ, წითელ ხალიჩაზე ბევრი ცნობილი დიზაინერის იარლიყი შეიძლება ნახოთ, თუმცა მდიდარი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ მოკრძალებულ მაღაზიებს ირჩევენ, სადაც ნივთების ადეკვატურ ფასად შეძენას ახერხებენ. ხოლო ძვირადღირებულ ტანსაცმელზე ფულის დახარჯვა კი უაზრობად მიაჩნიათ. ფინანსურად წარმატებული ადამიანები მაღაზიებს ადარებენ და როგორც ხარისხის, ასევე ღირებულების მნიშვნელობას ხვდებიან. მათთვის იაფ ბაზრობაზე უფრო ხარისხიანი ტანსაცმლის ყიდვა პრობლემა არ წარმოადგენს.

გონივრული ფინანსური გადანაწილება - აი წარმატებული ადამიანის პრინციპი, ხოლო ბრენდების მიმართ რბოლა ნაკლებად უზრუნველყოფილი ადამიანის საქმეა, რომელიც ცდილობს მთელ სამყაროს საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს. რას ყიდულობენ მდიდარი ადამიანები? ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მაგ., აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა სხვადასხვა დიზაინერების ნივთებზე გიჟდება. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ბაზრობაზე ნაყიდი ტანსაცმლით არაერთხელ შეუნიშნავთ.

ასე რომ, თუ მდიდარი ადამიანების ჩვევებს გსურთ მიბაძოთ, გაჩერდით და საკუთარ თავს ჰკითხეთ, ეს ბრენდული ჯინსი 200 ლარი ნამდვილად ღირს თუ არა? ჩვეულებრივ შარვალში ამხელა თანხის ჩადება ნამდვილად ღირს თუ უფრო პრაქტიკული იქნებოდა, თუ სხვა მაღაზიაში ჯინსს 50 ლარად შეიძენდით. შესყიდვები ყოველთვის გონივრულად განახორციელეთ და თქვენი ბიუჯეტის და ფინანსური მიზნების შესახებ გახსოვდეთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ძალიან ბევრ "ძვირადღირებულ" ნივთს უზრუნველყოფილი ადამიანი დიდი ფასდაკლებების დროს ან ე.წ. აუთლეტებში ყიდულობს...წაიკითხეთ სრულად

ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

შეიძლება თუ არა დავინფიცირდეთ კორონავირუსით საკვები პროდუქტებიდან - რას გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?

"სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი