Motorola-ამ სმარტფონი წარმოადგინა

Motorola-ამ სმარტფონი წარმოადგინა

კომპანია Motorola-ამ სმარტფონი Charm წარმოადგინა, რომელიც ოპერაციულ სისტემა Android-ის ბაზაზე მუშაობს. სმარტფონს სოციალურ ქსელებთან მუშაობა შეეძლება. 

Motorola-ს ნაწარმი სმარტფონ BlackBerry-ის სტილს იმეორებს. Charm qwerty-კლავიატურითა და 2,8-დიუმიანი სენსორული დისპლეით იქნება აღჭურვილი.

მისი ეკრანი, ისევე როგორც BlackBerry-ს და Nokia-ს სმარტფონების შემთხვევაში, 240X320 პიქსელს შეადგენს.

სმარტფონი 3-მეგაპიქსელიანი კამერით და უკაბელო კავშირის მოდულებით Wi-Fi b/g/n და Bluetooth არის აღჭურვილი. კომპლქტში შედის 2 გიგაბაიტიანი მახსოვრობის ბარათი.

აშშ-ის მაღაზიებში სმარტფონი Charm წლის ბოლომდე გამოჩნდება. მისი ფასის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)