ავტორი:

"18 წლის გოგონა იმიტომ მოკლეს, რომ დაბადების დღე მეგობარ ბიჭთან ერთად აღნიშნა..." - რატომ კლავენ ქალებს მსოფლიოში?

"18 წლის გოგონა იმიტომ მოკლეს, რომ დაბადების დღე მეგობარ ბიჭთან ერთად აღნიშნა..." - რატომ კლავენ ქალებს მსოფლიოში?

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2018 წელს ქალთა უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, გასულ წელს მსოფლიოში 50 000 ქალი მოკლეს.

amerikiskhma.com-ს ცნობით, გაეროში აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში, ფემიციდის შემთხვევების საერთო მაჩვენებელი იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს ქალთა მკვლელობის ყველაზე დიდი რაოდენობა აზიაში დაფიქსირდა, სადაც ქალებსა და გოგონებს, უმეტესად, პარტნიორები და ოჯახის წევრები კლავენ.

ფემიციდის მსხვერპლთა სტატისტიკა 2018 წელს ასეთია:

  • აზია - 20 000 მოკლული ქალი
  • აფრიკა - 19 000 მოკლული ქალი
  • ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები - 8 000 მოკლული ქალი
  • ევროპა - 3 000 მოკლული ქალი
  • ოკეანეთი - 300 მოკლული ქალი

გაეროს მონაცემებით, მხოლოდ ამერიკაში, ათიდან ყოველი მეორე ქალი ინტერნეტში ძალადობისა და დამცირების მსხვერპლია. ასევე, ყოველ მეორეს სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოების გამო აყენებენ შეურაცხყოფას.

აღსანიშნავია რომ, გასულ წელს საქართველოში ქალთა მკვლელობები 58%-ით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. თუმცა, ოჯახური ძალადობის 5 875 შემთხვევა დაფიქსირდა.

რატომ კლავენ ქალებს?

გაეროს ინფორმაციით, აზიაში ამ მხრივ განსხვავებული სურათი არც 2017 წელს ყოფილა – მთელი წლის განმავლობაში 45 ათასამდე ქალი დახოცეს. მათგან 58% ახლობლების ან სულაც ოჯახის წევრების მიერ იყო ჩადენილი. ამ საქმეთა დიდ ნაწილზე გამოძიება ან ფორმალურად არის დაწყებული, ან არც კი დაწყებულა.

გაეროს ინფორმაციით, 2017 წელს ერთ დღეში 21 ქვეყანაში, გენდერული მიზეზით 47 ქალი მოკლეს და ყველა მათგანის მკველობის უკან ოჯახის წევრები და ახლობლები იდგნენ.

კენიაში 22 წლის ჯუდიტი (ფოტოზე), რომელიც 3 შვილის დედა იყო, მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ქმარს დაშორდა და მშობლების სახლში დაბრუნდა. ყოფილმა ქმარმა ის პლანტაციაში მუშაობისას მოკლა... ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ამის შემდეგ თავად ქმარი ადგილობრივებმა მოკლეს.

გაეროს ცნობით, აფრიკაში ქალები მუდმივად დგანან სიცოცხლის რისკის წინაშე, თუმცა, მთლიანობაში ქალების მკვლელობის კუთხით აზია ლიდერობს, სადაც 2017 წელს 20 ათასი ქალი მოკლეს. იქ ისევ, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ძალიან აქტუალურია “ღირსების მკვლელობა”. ასეთი ველური ტრადიციები ინდოეთშიც მრავლად არის.

"18 წლის ნეჰა (ფოტოზე) საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ეს დღე მეგობარ ბიჭთან ერთად აღნიშნა. ადგილობრივი პოლიციის თქმით, გოგონას მშობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ" - იუწყება BBC. ინდოეთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. როგორც გამოცემა წერს, მკვლელობაში მისი მშობლები და ნათესავი მამაკაცი არიან ბრალდებულნი. გოგონა საკუთარ სახლში, თავისივე დაბადების დღეზე მოკლეს.

Amnesty International-ის ცნობით, ორგანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა აზიაში, კერძოდ, ირანში ვითარების შესწავლას, სადაც 24 წლის ზეინაბ სეკანვაანი ქმრის მკვლელობის გამო სიკვდილით დასაჯეს.

Amnesty International-ის ცნობით, მას ქმარი მუდმივად აყენებდა შეურაცხყოფას და არც განქორწინებაზე თანხმდებოდა. ზეინაბის პრობლემებს არც პოლიციამ მიაქცია ყურადღება. ის 17 წლის ასაკში ქმრის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. ზეინაბის მხარდამჭერების თქმით, ის აწამეს და სცემეს, რათა ეღიარებინა ქმრის მკვლელობა. ზეინაბმა სამართლიანი სასამართლო ვერ მიიღო...

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ასობით გოგონას მხოლოდ იმიტომ კლავენ, რომ მათ ოჯახის ნების წინააღმდეგ შეუყვარდათ. ასე “გამქრალი ქალების” შესახებ დუმს როგორც ოჯახი, ასევე სამართალდამცავი უწყებები და დროთა განმავლობაში მათი სიკვდილი მხოლოდ სტატისტიკა ხდება...

მომზადებულია "ამერიკის ხმის" და BBC-ის მიხედვით

შვეიცარიაში მოსახლეობამ საჯარო ადგილებში სახის დაფარვის, მათ შორის ბურკასა და ნიქაბის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა

"ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ქეითმა მატირა...სასახლეში ცხოვრების დროს მინდოდა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი" - მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

"არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას" - ერაყში რომის პაპის ისტორიული ვიზიტის დეტალები