ავტორი:

"ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ქეითმა მატირა...სასახლეში ცხოვრების დროს მინდოდა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი" - მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

"ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ქეითმა მატირა...სასახლეში ცხოვრების დროს მინდოდა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი" - მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

დიდ ბრიტანეთში და არა მხოლოდ, დღეს განხილვის მთავარი თემა პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არიან. სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ, წყვილმა პირველად ისაუბრა საჯაროდ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მეგან მარკლის პასუხები, რომელმაც ბუკინგემის სასახლეში ცხოვრების სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება, საზოგადოებისა და პრესის მხრიდან ზეწოლაზე, რომლის გამოც მას სიცოცხლე აღარ სურდა.

ვნახოთ, რამდენიმე მონაკვეთი ინტერვიუდან:

  • ურთიერთობა ქეით მიდლტონთან

მეგან მარკლმა ინტერვიუში ისაუბრა ქეით მიდლტონთან ურთიერთობის შესახებ და გაიხსენა მომენტი, თუ როგორ ატირა ქეითმა ის სამეფო ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე. ცნობისთვის, ქორწილის შემდეგ, ბრიტანულ მედიაში ქეითისა და მეგანის ჩხუბის შესახებ წერდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მეგანის გამო ქეითმა იტირა, მარკლი კი ახლა ამბობს, რომ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო, თუმცა სიმართლე არავინ თქვა და სამეფო ოჯახმა ის არ დაიცვა, მიუხედავად იმისა, რომ პრესა "საშინელებებს წერდა.“

"სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა. ქორწილის კვირა მართლაც ძალიან რთული იყო, ის რაღაცის გამო განაწყენდა, კამათობდა, მაგრამ ამას მიხვდა და ბოდიში მოიხადა, ყვავილები გამომიგზავნა ბოდიშის ბარათით. მან გააკეთა ის, რასაც მე გავაკეთებდი რომ მცოდნოდა, ვიღაცას გული ვატკინე“, - თქვა მეგანმა და აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა ქორწილში მეყვავილე გოგონების კაბებს, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ.

"ის განაწყენებული იყო...ამის გამო ვიტირე. ყოველივე ძალიან მტკენდა გულს და ყველაფერს ამ კონტექსტში ვხედავდი. ვფიქრობდი, რომ უნდა აკეთო ის, რასაც ყველა აკეთებს და ვერასდროს გააკეთებ იმას, რაც შენ გინდა", - ამბობს მეგანი.

ჰერცოგინიას თქმით, მას არ სურდა, რომ ეს ამბავი პრესაში გახმაურებულიყო და მართალია ქეითსა და მას შორის მტკივნეული საკითხი მოგვარდა, მაგრამ სიტუაციის ყველაზე მტკივნეული მხარე იყო ის, თუ როგორ ცდილობდა მედია მეგანის დადანაშაულებას მაშინ, როცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ოპრამ მარკლს ქეითთან ჩხუბის დამატებით დეტალებზე ჰკითხა, თუმცა მეგანმა ასე უპასუხა:

"არ ვთვლი სამართლიანად, რომ კონფლიქტის დეტალებზე ვისაუბრო, რადგანაც მან ბოდიში მოიხადა და მე ვაპატიე. კარგი ადამიანია და სასახლე არავის მისცემდა მასზე ნეგატიურად საუბრის უფლებას, მე ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე. თუ გიყვარვარ, მისი სიძულვილი არ არის საჭირო და თუ ის გიყვარს, თქვენ არ გჭირდებათ, რომ მე გძულდეთ,“ - ამბობს მეგან მარკლი.

  • "მე სიცოცხლე აღარ მინდოდა“

მეგან მარკლი ბუკინგების სასახლეში ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, იყო დრო, როცა ფიქრობდა, რომ მხარს არავინ უჭერდა, საზოგადოებისა და მედიის წნეხი კი ძალიან დიდი იყო და ამ პერიოდში სურდა, რომ ცოცხალი აღარ ყოფილიყო. გამუდმებით სუიციდზე ფიქრობდა და ამის შესახებ ვერავის ეუბნებოდა, თუმცა ბოლოს ჰარის უამბო.

"როცა ასეთი ფიქრები მაწუხებდა მრცხვენოდა თქმის და მრცხვენია ამის აღიარება ჰარისთან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვიცი, რამხელა დანაკარგი განიცადა, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ამას არ ვიტყოდი, ჩემს ფიქრებს რეალობად ვაქცევდი. უბრალოდ აღარ მინდოდა ცოცხალი ვყოფილიყავი. ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური აზრი, რომელიც არ მტოვებდა“, - თქვა მეგანმა და გაიხსენა ასევე ის, თუ როგორ ანუგეშა ჰარიმ, როდესაც ამის შესახებ შეიტყო.

ჰერცოგინიამ ითხოვა ფსიქოლოგიური დახმარება, თუმცა სამეფო ოჯახის წესებიდან გამომდინარე, უარი უთხრეს. "მითხრეს რომ არ შემეძლო, რომ ეს კარგი არ იქნებოდა“. მანვე გაამხილა, რომ მაშინ, როცა ჰარის თავისი ფიქრების შესახებ უთხრა, როიალ ალბერთ ჰოლში ნიშნობის ცერემონიას უნდა დასწრებოდნენ. დაესწრნენ კიდეც, შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, ისე რომ ვერავინ მიხვდებოდა მარკლის შინაგან მდგომარეობას. მეგანმა თქვა, რომ ის ფარულად იტანჯებოდა და ტიროდა, როდესაც შუქები ჩაქრა. მოგვიანებით კი ფოტოებზე ნახა, როგორ მჭიდროდ ეჭირა ჰარის მისი ხელი.

"მინდოდა ეგრძნო, რომ მის გვერდით ვიყავი“, - თქვა ჰარიმ.

"მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია ხმის ამოღების, როცა მათ დახმარება სჭირდებათ, არადა, თუ გინდა რომ დახმარება მიიღო, უნდა აღიარო, რომ ის გჭირდება, ვინმეს უნდა მოუყვე, უნდა ითხოვო დახმარება“, - ამბობს მეგან მარკლი.

  • დედოფალთან ურთიერთობა

ჰერცოგინია დედოფალთან პირველ შეხვედრას იხსენებს - "მე და ჰარი მანქანაში ვისხედით და ჰარი მეუბნება, ბებიამ დამირეკა, ამბობს, რომ შენ მასთან უნდა მიხვიდე. მე ძალიან მიყვარდა ჩემი ბებია, მასზე ვზრუნავდი, ეს შესანიშნავია, ვთქვი“, - იხსენებს მეგანი. შემდეგ ჰარიმ ჰკითხა, იცოდა თუ არა წესები, როგორ უნდა მოქცეულიყო დედოფალთან.

მეგანმა თქვა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გააცნობიერა სიტუაციის სიმძაფრე. ოპრამ ჰკითხა მეგანს, თუ რა წესები უნდა დაეცვა დედოფლის წინაშე. "უნდა გამოხატო ღრმა პატივისცემა და ეს ძალიან სწრაფად ვისწავლე. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე რეპეტიცია გამატერეს. შეხვედრისას ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ დედოფალი ამბობს, რომ ეს მომენტი არც კი ახსოვს. შემდეგ ჩვეულებრივ ვისხედით და ვსაუბრობდით ეს მშვენიერი და მარტივი იყო“, - იხსენებს მეგანი.

მანვე თქვა, რომ დედოფალთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა - "ის ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო“, - ამბობს სასექსის ჰერცოგინია.

პირველი ერთობლივი სადილის შემდეგ ელისაბედ მეორემ მეგანს მარგალიტის საყურე და ყელსაბამი აჩუქა. "მასთან ურთიერთობა ყოველთვის ბებიაჩემს და მის სითბოს მახსენებდა“. - ამბობს მეგანი.

ცნობისთვის, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთიდან გასული წლის იანვარში წავიდნენ. ისინი ჯერ კანადაში, ხოლო შემდეგ, აშშ-ში, კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სამეფო ოჯახის დატოვების მიზეზებზე საუბრისას, წყვილი ამბობს, რომ დამოუკიდებლად, მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრება სურდათ. პრინც ჰარის თქმით, მისთვის უმნიშვნელოვანესია მეგანისა და შვილების უსაფრთხოება, ბრიტანეთში კი პრესა დიდ ზეწოლას ახდენდა მათზე. წყვილს პატარა შვილი, არჩი ჰყავს და ახლა მეორე ბავშვის მოლოდინში არიან.

ლუკაშენკო დასავლეთისგან Ryanair-ის თვითმფრინავის ავარიულ დაჯდომასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაციას მოითხოვს

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ