ავტორი:

უნიკალური ხალხური რეცეპტი თმის ცვენის შესაჩერებლად - 3-თვიანი პროცედურის შემდეგ გაცვენილ ადგილებში ჯანმრთელი თმა ამოდის!

უნიკალური ხალხური რეცეპტი თმის ცვენის შესაჩერებლად - 3-თვიანი პროცედურის შემდეგ გაცვენილ ადგილებში ჯანმრთელი თმა ამოდის!

მამაკაცს გამელოტება ყველა დროში ძალზე აღელვებდა, სერიოზულ კომპლექსებსა და პრობლემებს უჩენდა. ამიტომაც ამ ნაკლის დაფარვას ყოველთვის თავისებური მეთოდებით ცდილობდა. თუ ზოგიერთი მანამდე თავზე ქუდს საერთოდ არ იკარებდა, გამელოტების შემთხვევაში, ის მისი განუყრელი აქსესუარი გახდა. იყო წლები, როცა გამელოტებული მამაკაცები ცალ მხარეს მეტად იზრდიდნენ თმას, რომ შემდეგ გაცვენილ ადგილზე "გადაეფინათ". ეს მეთოდი, საკმაოდ მოდურიც იყო და მას ხალხში ხუმრობით "ტალავერი" შეარქვეს. ხოლო მამაკაცების გარკვეული ნაწილი გამელოტებულ ადგილზე პარიკსაც ირგებდა...

უმეტესობა ფიქრობს, რომ თმის ცვენა, ძირითადად, მამაკაცებს ემუქრებათ, თუმცა სინამდვილეში, მილიონობით ქალსაც აწუხებს გამელოტება, თმის ცვენა და თავის კანის გაღიზიანება. უამრავი ადამიანი ვერ აცნობიერებს, როგორი საზიანოა, მაგალითად, თმის საშრობის გამოყენება, თმის გასწორება და შეღებვა. ასევე, მიზეზი შესაძლოა გენეტიკური დაავადებები და სისხლის ცუდი მიმოქცევა გახდეს. ასეა თუ ისე, პრობლემა საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს.

გაიგე ყველაფერი თმის ცვენის მკურნალობისა და თმის გადანერგვის შესახებ

ცხადია, პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალისტს უნდა მიმართოთ, მაგრამ მედიკამენტებითა და დიეტებით მკურნალობის გარდა, არსებობს ასევე ბუნებრივი ინგრედიენტებით მკურნალობა - ხალხური რეცეპტები, რომელიც უსაფრთხოა და, როგორც ამბობენ, საკმაოდ ეფექტურიც.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ნატურალური საშუალება გახლავთ აბუსალათინის ზეთი.

აბუსალათინის ზეთი მდიდარია მინერალებით, ცხიმმჟავა ომეგა 9-ითა და Е ვიტამინით ასევე აქვს ანტიმიკრობული მოქმედება.

აბუსალათინის ზეთით შეიძლება უმკურნალოთ:

თავის ტკივილებს.

პარაზიტებს.

მზით დამწვრობას.

კანის ინფექციებს.

მუწუკებს, ფერიმჭამელებსა და კანის სხვა პრობლემებს.

კუჭ-ნაწლავის პრობლემებსა და მენსტრუალურ სპაზმებს.

ქერტლს, სოკოვან დაავადებებს, რომლებიც თავის კანზე მოქმედებენ.

ეს არასრული სია გახლავთ იმ პრობლემებისა, რომელთა მოგვარებაშიც აბუსალათინის ზეთს შეუძლია დახმარება. ამჯერად გთავაზობთ თმის ცვენის საწინააღმდე რეცეპტს, მომზადებული სამკურნალო საშუალება შეგიძლიათ წარბებზეც წაისვათ.

ინგრედიენტები:

39 მილილიტრი აბუსალათინის ზეთი.

15 წვეთი ნივრის ზეთი.

20 მილილიტრი პანთენოლი.

მომზადებისა და გამოყენების წესი:

ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანში. ასევე წაისვით წარბებსა და წამწამებზე.

შეეცადეთ პროცედურა გაიმეოროთ ყოველდღე ძილის წინ.

არსებობს კიდევ ერთი ძალიან ეფექტური რეცეპტი, რომლის გამოყენების შემდეგ გაცვენილ ადგილებში ჯანმრთელი თმა ამოდის!

დაგჭირდებათ:

½ ჭიქა კეფირი

1 კვერცხი (უმჯობესია სოფლის)

1 ჩ.კ. კაკაო

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებში. როცა ოდნავ შეშრება - ისევ წაისვით. ასე გაიმეორეთ მანამ, სანამ ბალზამი არ დაგიმთავრდებათ.

შემდეგ თავი შეიკარით პოლიეთილენით და თბილად შეიხვიეთ პირსახოცით. სამკურნალო ბალზამი გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ დაიბანეთ თავი ბავშვის შამპუნით. დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ ჭინჭრის ნახარში.

პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ არა ნაკლებ 2-3 თვის განმავლობაში.

ბალზამი ახშირებს თმას და აღადგენს მის დაზიანებულ სტრუქტურას.

იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის ხალხური მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა, გახსოვდეთ, რომ ეს დანებების მიზეზი ჯერ კიდევ არ არის. დღეს ამ პრობლემას ქირურგიული მეთოდითაც ებრძვიან, რაც საკუთარი თმის გადანერგვას გულისხმობს.

ჩაიტარეთ თმის ცვენის დიაგნოსტიკა და გაიგეთ ყველაფერი თმის ცვენის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე, მათ შორის მედიკამენტურ მკურნალობასა და ასევე სამედიცინო პროცედურებზე - მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია და ლაზერული თერაპია.

"საკმაოდ რთული ოპერაცია იყო... დაწყებამდე ცოტას ნერვიულობდა" - რას ამბობენ ლაშა გაბუნიას მდგომარეობაზე კოლეგები და რა კადრები ვრცელდება თურქეთიდან?

5 მიზეზი, თუ რატომ არის ბექაფი საუკეთესო არჩევანი ავტომობილის დასაზღვევად

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტ მარიამ იმნაძეს ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ გაცილება მოუწყვეს