ავტორი:

"არ ჰქონდათ საკვები და წყალი, იყო კანიბალიზმის შემთხვევებიც..." - ომში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მეომრების ახალი გვარ-სახელები გერმანიიდან

"არ ჰქონდათ საკვები და წყალი, იყო კანიბალიზმის შემთხვევებიც..." - ომში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მეომრების ახალი გვარ-სახელები გერმანიიდან

AMBEBI.GE-ს მკითხველისთვის განვაგრძობთ გერმანიის ქალაქ ცაითჰაინის სასაფლაოდან მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქართველების გვარ-სახელების მოძიებას.

ამ მეომრების უმრავლესობა აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მათი დიდი ნაწილი ტყვედ ჩავარდა ქერჩის ბრძოლებისას და ხანგრძლივი და მტანჯველი გზის შემდეგ გერმანიის სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში გადაანაწილეს, სადაც ქარხნებში არაადამიანურ პირობებში ამუშავებდნენ.

ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენი, რომელიც მუდმივად გვაწვდის ინფორმაციას როგორც გერმანიის მუზეუმებიდან, ასევე საერთო სასაფლაოებიდან, სულ მალე ჰემერში დაკრძალული უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების მონაცემებს მოგვაწვდის.

"ეს მეომრები, რომლებიც ქერჩის ბრძოლებისას აიყვანეს ტყვედ, გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში სატვირთო ან პირუტყვისთვის განკუთვნილი ვაგონებით წაიყვანეს. არ ჰქონდათ საკვები, წყალი და როგორც ირკვევა, იყო კანიბალიზმის შემთხვევებიც... ბევრმა ვერც ჩააღწია ბანაკამდე" - ამბობს მეგი სტემპენი ჩვენთან საუბარში.

გთავაზობთ იმ ადამიანების გვარ-სახელებს, რომლებიც ცაითჰაინის სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი და მათი მონაცემების მოპოვება ახლახანს მოხერხდა:

შალიკო ანატოლის ძე პოლატაევი - დაბადებული 1923 წლის თებერვალში, ქალაქ გორში. ბანაკი: შტალაგი VI K (326) ბანაკის ნომერი: 123938 წოდება: რიგითი. დაიღუპა 1944 წლის 30 აპრილს. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

პავლე ჟიტინი - დაბადებული 1914 წლის 10 ოქტომბერს. დაბადებული თბილისში, იუსკუნგელის ქუჩა(?), #20-ში. დედა: ტატიანა ჟიტინი. ბანაკი: შტალაგი II H (302) ბანაკის ნომერი: 6244. წოდება: რიგითი. დაიღუპა 1944 წლის 18 ივნისს. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰანი, გერმანია.

არსენ ოკოვაშვილი (ან ოკუაშვილი) - დაბადებული 1906 წელს, დაბადებული კაჩურა (ან ხაშური). ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 204550. წოდება: რიგითი. დაიღუპა 1944 წლის 22 აპრილს, ტუბერკულოზით. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

გიორგი ოსიბაშვილი (ან ოსეფაშვილი) - დაბადებული 1906 წლის 10 ოქტომბერს. ტაბლაციხე/დაბლაციხე. ბანაკის ნომერი: 123780. წოდება: რიგითი. გარდაიცვალა 1945 წლის 23 თებერვალს. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია

დიმიტრი ალექსანდრეს ძე კუბლაშვილი - დაბადებული 1922 წლის 15 ივლისს. დაბადებული ამბროლაურის რაიონის, სოფ. კრიხში. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 145157. წოდება: რიგითი. დაიღუპა ტუბერკულოზით, 1944 წლის 11 თებერვალს. დაკრძალულია ცაითჰაინში, გერმანია.

კარამაინ (ყარამანი) ფტიშიაშვილი - დაბადებული 1908 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში. მეუღლე - ნინა ფტიშიაშვილი. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 210022. წოდება: რიგითი. გარდაცვალების თარიღი: 10.05.1943 გარდაცვალების მიზეზი: ტუბერკულოზი. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

შოთა ალექსანდრეს ძე გოგოხია - დაბადებული 1922 წლის 15 დეკემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში. ბანაკი: შტალაგი IV, ბანაკის ნომერი: 201749. წოდება: რიგითი. დაიღუპა ტუბერკულოზით, - 1943 წლის 4 დეკემბერს. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

ნაშრიდო (ნასყიდა) სანდარაშვილი - დაბადებული 1910 წლის 6 მაისს, ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში. ბანაკი: შტალაგი 365. ბანაკის ნომერი: 53103. წოდება: რიგითი. დაიღუპა 1943 წლის 20 სექტემბერს. დაკრძალულია ცაითჰაინში, გერმანია.

ვარლამ ივანეს ძე კაპანაძე - დაბადებული 1904 წელს, თბილისში; მეუღლე ვალენტინე კაპანაძე. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 199811 წოდება: რიგითი. დაიღუპა, სავარაუდოდ, დეჰიდრატაციით 1943 წლის 4 მაისს. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

ვლადიმერ ჯიევი (ჯიოევი) ზანომანოს ძე - დაბადებული 1909 წელს, თელავის რაიონში. დედის გვარი: კასაევი. ტყვედ ჩავარდა სმოლენსკში 1941 წლის 12 აგვისტოს. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 132608. წოდება: რიგითი. დაიღუპა 1942 წლის 17 აგვისტოს ტუბერკოლოზით. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

დიმიტრი მიხეილის ძე ჯაკოვი (ან ჯაკოევი) - დაბადებული 1921 წლის 21 მაისს, კელვანში (?). ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 10 ოქტომბერს, რუსეთში, სმოლენსკის ოლქის ქალაქ ვიაზმაში. ბანაკი: შტალაგი IV (304). ბანაკის ნომერი: 31887. წოდება: რიგითი. გარდაიცვალა 1942 წლის 4 ოქტომბერს, დიაგზონი "გულის სისუსტე." დაკრძალვის ადგილ: ცაითჰაინი, გერმანია.

ალი ასკაროვის ძე კამბაროვი - დაბადებული 1913 წელს, ბორჩალოს რაიონში. დედა - ისმაილ ბალახანიმი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 13 მაისს ქერჩის ბრძოლებისას. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 191263. წოდება: რიგითი. გარდაიცვალა 1943 წლის 16 აპრილს. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს