ავტორი:

ცნობილი ენდოკრინოლოგის უცნობი გატაცება - როგორ "კურნავს" და უვლის ლაშა უჩავა მცენარეებს

ცნობილი ენდოკრინოლოგის უცნობი გატაცება - როგორ "კურნავს" და უვლის ლაშა უჩავა მცენარეებს

როგორც აღმოჩნდა, ცნობილი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა მცენარეებსაც "კურნავს" - უვლის, ამრავლებს და მწვანე გარემოს შესაქმნელად ზრუნავს. უამრავ მცენარეს ახარებს შინ და სამსახურში.

- მცენარეებს ვუვლი, როგორც მოყვარული მებაღე და მეყვავილე. სახლში მცენარეები სულ იყო და მათზე ზრუნავდნენ. შემდეგ ამგვარი დამოკიდებულება მეც გადმომეცა.ჩემი სფერო - ენდოკრინოლოგია, ჯანმრთელობის გარდა, ესთეტიკურობასაც მოიცავს, ნივთიერებათა ცვლის გაჯანსაღება ალამაზებს ადამიანს. ესთეტიკურობა ყველაფერში კარგია და რა თქმა უნდა, ლამაზი მცენარეებიც გამორჩეულად სასიამოვნოა. მათგან ბევრი ენერგია მოდის. გარდა იმისა, რომ სიმწვანე ჟანგბადის წყაროა, გარემოსაც ალამაზებს. ამიტომ, როცა საცხოვრებლად მარტო გადავედი, არც დავფიქრებულვარ, სახლი მომერთო თუ არა ყვავილებით... მას შემდეგ მცენარეებს ვაგროვებ. საზღვარგარეთ თუ მიწევს ყოფნა, იქიდანაც მომაქვს ბოლქვები, ნერგი. ნერგი წყლით სავსე ბოთლითაც ჩამომიტანია. მეგობრები დამცინიან, - ნახევარი ჩემოდანი ბოთლებში ჩაწყობილი ნერგებიაო, მაგრამ მომაქვს იმ მცენარეთა ჯიშები, რომელიც საქართველოში არ მოიპოვება.

- ძალიან დაკავებული ხართ და ამის მიუხედავად, მცენარეებისთვის მაინც იცლით...

- მათთვის დროს მაინც ვპოულობ. ალბათ, ყვავილებსაც ვუყვარვარ. ჩემს გრაფიკს ერგებიან. როცა რაღაც დროით მათი დატოვების შემდეგ შინ ვბრუნდები, ყველა მცენარეს ვესალმები, ვეფერები, მოვიკითხავ. არასდროს მოწყენილი არ მხვდებიან, ალბათ, მელოდებიან... ყვავილებიც ხომ ცოცხალი არსებები არიან და გრძნობენ ჩემს განწყობას. ასე ვცვლით მე და მცენარეები ერთმანეთში ენერგიას.

- როგორც ექიმი, მცენარეთა თერაპიასა და სამკურნალო თვისებებზე რას გვეტყვით?

- გარდა იმისა, რომ დადებით ენერგიასა და ჟანგბადს გამოყოფენ, მათი სილამაზეც მოქმედებს ჩვენს გუნება-განწყობაზე, ფსიქოლოგიურ სტატუსზე, შესაბამისად, ჯანმრთელობაზე. ზამთარში ყვავილობს ორქიდეა, რომელიც ძალიან ლამაზი მცენარეა. როცა ვუყურებ, ვხალისდები, ამიტომაც არის მათთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი. მეგობრებიდან ბევრს უთქვამს, - ჩემთან ყვავილი არ ხარობს, ვერ ვუვლი და ა.შ. მაგრამ ესეც ალბათ ჩვენს ხასიათზეა დამოკიდებული, რამდენად გვიყვარს და შეგვიძლია მათთან ურთიერთობა.

- როგორ მცენარეებს არჩევთ - მოყვავილეებს, არამოყვავილეებს, მასიურებს?

- მნიშვნელოვანია, როდესაც შევხედავ, ერთმანეთს გავუგოთ. ლამაზიც უნდა იყოს. მათგან ზოგს გარეთ ყოფნა უყვარს, ზოგს მზიანი ოთახი. ამიტომ ყველა ნიუანსს ვითვალისწინებ. თუ ვიცი, რომ ოთახში ან აივანზე ვერ გაძლებს, არ ვყიდულობ. მირჩევნია, შინ არ მოვიტანო, ვიდრე მქონდეს და ვუყურო, როგორ წვალობს, შესაბამისად, ის ნეგატიურ განწყობასაც ქმნის. ამიტომ იმის მიხედვით ვირჩევ, რომელი მოუხდება სახლს და სახლი - რომელს... წაიკითხეთ სრულად

"ტრაგედიაზე საუბრობდა, როცა მაყურებელმა დარეკა და ბინა აჩუქა..." - როგორ შეცვალა "სხვა ნანუკამ" 3 ოჯახის უმძიმესი ცხოვრება

"25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეზე, თვეში ერთ სულზე 59 თეთრია. არ გრცხენიათ, რას გვაყვედრიან?" - მიტროპოლიტი ანტონი საპატრიარქოს დაფინანსებაზე

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს