ავტორი:

არაბი ქმრები ცოლებს მობილური აპლიკაციის საშუალებით უთვალთვალებენ - Google და Apple სკანდალში ეხვევიან

არაბი ქმრები ცოლებს მობილური აპლიკაციის საშუალებით უთვალთვალებენ - Google და Apple სკანდალში ეხვევიან

საუდის არაბეთში Apple და Google მამაკაცებს აძლევენ საშუალებას, დააინსტალირონ მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ცოლების და ქალიშვილების ადგილსამყოფელის შესახებ შეიტყობენ, ინფორმაციას NPR ავრცელებს.

აპლიკაცია სახელწოდებით Absher ეროვნულმა საინფორმაციო ცენტრმა შექმნა, რომელიც საუდის არაბეთის შს სამინისტროს პროექტია.

საუდის არაბეთში ქალების უფლებები უკიდურესად შეზღუდულია, ცხადია, არ აქვთ მოგზაურობის თავისუფლებაც. მაგალითად, Human Rights Watch-ის ინფორმაციით, თუ ქალს სურს ქვეყანა დატოვოს, სჭირდება მამის, ან ქმრის ნებართვა.

აპლიკაცია Absher მამაკაცებს ქალების თვალთვალს უმარტივებს, რაც უფლებადამცველების აღშფოთებას იწვევს.

„აპლიკაცია ნამდვილად მამაკაცებისთვის არის შექმნილი. ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ქალებისთვის, რადგან მამაკაცებს ეძლევათ საშუალება, სრულად აკონტროლონ ქალების გადაადგილება,“ - აღნიშნავს Human Rights Watch-ის მკვლევარი როტნა ბეგუმი.

უფლებადამცველებმა წერილით მიმართეს ორივე კომპანიას, არ მისცენ მომხმარებლებს აპლიკაციაზე წვდომის საშუალება.

Apple-სა და Google-ს შეუსაბამო აპლიკაციების მონიტორინგის სხვადასხვა სისტემა აქვთ. როგორც ბეგუმი ამბობს, Apple წინასწარ განიხილავს პროგრამას, Google კი ძალადობის შესახებ მომხმარებლების შეტყობინებების საფუძველზე მოქმედებს. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია წინასწარ შეამოწმონ ყველა აპლიკაცია, რომელიც ხელისუფლების დაკვეთით არის შექმნილი, განსაკუთრებით - თუ ხელისუფლება რეპრესიულ რეჟიმს წარმოადგენს.

"აშშ, რუსეთი და საფრანგეთი სომხეთს ყოველგვარ მხარდაჭერას უცხადებენ შეიარაღების სახით" - ერდოღანი

მორწმუნეებს მექას მთავარ მეჩეთში ლოცვის უფლება 7 თვის შემდეგ პირველად მისცეს - კადრები ადგილიდან

"საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში იარაღს თვითმფრინავებით კონტრაბანდული გზით გზავნიან" - რაზე ისაუბრა ალიევმა თურქულ ტელეკომპანიასთან