ავტორი:

როგორ გადაარჩინა დავით სერგეენკომ ირანელი ქალი თვითმფრინავში - "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ..."

როგორ გადაარჩინა დავით სერგეენკომ ირანელი ქალი თვითმფრინავში - "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ..."

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თვითმფრინავში უცხოელ მგზავრს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, შემთხვევა ჟენევა-სტამბოლის რეისზე რამდენიმე კვირის წინ მოხდა, მაშინ როცა მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამიტიდან ბრუნდებოდა.

ირანელმა ქალმა, რომელსაც ქართველმა მინისტრმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, ცოტა ხნის წინ მადლობის წერილიც გამოუგზავნა სერგეენკოს. ქალი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჟენევაში ცხოვრობს.

"პატივცემულო სერგეენკო, გწერთ რათა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ, იმ დახმარებისათვის, რომელიც ჟენევა-სტამბოლის რეისით ფრენის დროს გამოიჩინეთ ჩემს მიმართ. მსგავსი პროფესიონალური და გულისხმიერი დახმარება ბორტზე არასოდეს მიმიღია. თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ! კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დახმარებისათვის და იმედს ვიტოვებ, კვლავ შევხვდებით და გაგაცნობთ ჩემი ოჯახის წევრებს" - წერს ირანელი ქალი წერილში.

რაც შეეხება თვითმფრინავის ბორტზე მომხდარ შემთხვევას, ჩვენი ინფორმაციით, ჟენევა-სტამბოლის რეისზე ბორტგამცილებელმა გამოაცხადა, რომ თვითმფრინავის მგზავრი ქალბატონი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. დავით სერგეენკომ ქალს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მთელი რეისის განმავლობაში გაუწია სამედიცინო დახმარება და თვითმფრინავის დაფრენამდე პირადად მართავდა პაციენტის მდგომარეობას.

აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-მ ჯანდაცვის სამინისტროში გადაამოწმა. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, მსგავს შემთხვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი ჟენევა-სტამბოლის რეისზე, რომლითაც მინიტრი სამიტიდან სამშობლოში ბრუნდებოდა.

ივანიშვილებმა საახალწლოდ სახლი ზღაპრულად მორთეს - რა ვიდეოს აქვეყნებენ ბერა და ნანუკა

მობრძანდით "მიჰაუსში"! ჩვენთან უსაფრთხოა

როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა ვახტანგ გომელაურს დაბადების დღე პარლამენტის ტრიბუნიდან (ვიდეო)