ავტორი:

რუსი მაღალჩინოსანი ქალის სახლის ფუნდამენტში პოლიციამ დოლარის შეკვრებს მიაგნო

რუსი მაღალჩინოსანი ქალის სახლის ფუნდამენტში პოლიციამ დოლარის შეკვრებს მიაგნო

ნოვოსიბირსკში სამართალდამცველებმა სამეურნეო სამმართველოს დირექტორის, ნატალია მალინოვსკაიას სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მალინოვსკაია დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის გაფლანგვაშია ბრალდებული.

სახლის გასაჩხრეკად მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მდიდრული აპარტამენტი დახვდათ. ფოტოებზე ჩანს ძვირადღირებული ავეჯი და ბუხარი, ანტიკური სტილის ბარელიეფით. საძინებელში კი დიდი ზომის საწოლი და ჯაკუზია.

ყველაზე დიდი „სიურპრიზი“ კი სახლის ფუნდამენტში აღმოჩნდა - სამალავში დოლარის უამრავი შეკვრა იპოვეს.

მალინოვსკაიას ქონება მის ნათესავებზეა გაფორმებული.

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

თურქმენეთში ძაღლის გიგანტური ოქროს ქანდაკება დადგეს - ქვეყნის პრეზიდენტმა ძეგლის გახსნამდე მასზე წიგნი დაწერა

მეთიუ მაკკონაჰი შესაძლოა, პოლიტიკოსი გახდეს - მსახიობს ტეხასის გუბერნატორობა სურს