ავტორი:

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი 50 წლის ზვიად ჯაფარიძეა. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით სახის არეში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, გასროლა ავტომობილიდან მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.

რაც შეეხება ზვიად ჯაფარიძეს, როგორც ირკვევა, მოკლული წარსულში ნასამართლევი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი გარდაცვლილს არ იცნობდენ. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

VIDEO: სროლა თბილისში: მოკლულია 40 წლის მამაკაცი - კადრები შემთხვევის ადგილიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ