ავტორი:

მნიშვნელოვანი ფაქტები "თიბისი ბანკის" ისტორიაში - ვინ არიან მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები "თიბისი ბანკის" ისტორიაში - ვინ არიან მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“ განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ბანკს რამდენიმე საერთაშორისო აქციონერი ჰყავს და ხაზარაძე ბანკის მხოლოდ - 13.52%-იანი წილის მფლობელია. კერძოდ, როგორც 2018 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკს რამდენიმე მსხვილი აქციონერი ჰყავს.

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით, ასე გამოიყურება: მამუკა ხაზარაძე - 13.52%; ბადრი ჯაფარიძე - 6.76%; European Bank for Reconstruction and Development - 8.17%; JPMorgan Asset Management - 8.39%; Schroder Investment Management - 7.07% და Dunross & Co. - 5.50%.

რაც შეეხება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, მისი თავმჯდომარის პოსტს მამუკა ხაზარაძე იკავებდა; მისი მოადგილის თანამდებობა კი - ბადრი ჯაფარიძეს ეკავა. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, ხაზარაძემ დღეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ განაცხადა. თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ტოვებს ბადრი ჯაფარიძეც. რაც შეეხება საბჭოს სხვა წევრებს, მისი დამოუკიდებელი წევრები არიან: ერიკ რაჯენდრა, ცირა კემულარია, ნიკოლოზ ენუქიძე, ნიკოლას დომინიკ ჰააგი და მარია ლუიზა ჩიკონიანი.

ფაქტები

„თიბისი ბანკის“ ისტორია 1992 წელს დაიწყო. ბანკის პირველ მმართველ გუნდში მამუკა ხაზარაძე და ვახტანგ ბუცხრიკიძეც იყვნენ.

1993 წელი - „თიბისი ბანკს“ მიენიჭა საერთაშორისო ოპერაციების წარმოების ლიცენზია;

1996 წელი - Coopers & Lybrand-ის მიერ ბანკის პირველი საერთაშორისო აუდიტორული შემოწმება ჩატარდა;

1999 წელი - თიბისი ბანკი საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებზე გადავიდა;

2000 წელი - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანია (DEG) თიბისი ბანკის აქციების 10-10 პროცენტის მფლობელნი გახდნენ; Thomson Financial Bankwatch-მა თიბისი ბანკს საერთაშორისო რეიტინგი მიანიჭა. ეს იყო ქართული კომპანიისათვის საერთაშორისო რეიტინგის მინიჭების პირველი შემთხვევა; წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები