ავტორი:

5 რამ, რითაც ინგლისი ამაყობს

5 რამ, რითაც ინგლისი ამაყობს

ინგლისი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა თავისი ისტორიით, კულტურით, მმართველობის ტიპით და არა მხოლოდ. ახლა სწორედ ინგლისის შესახებ გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც აქამდე, ალბათ, არ იცოდით.

სამეფო ოჯახი

ინგლისის გახსენებაზე პირველი ყველას სამეფო ოჯახი ახსენდება. სამეფო ოჯახის წევრების შესახებ ბევრი საინტერესო დეტალია ცნობილი, თუმცა არის ნაკლებად ცნობილი ფაქტებიც. მაგალითად, ელისაბედ II ერთადერთი ადამიანია ბრიტანეთში, რომელსაც მანქანის მართვის მოწმობის გარეშე ტარების უფლება კანონით აქვს მინიჭებული. მანქანის ტარება მან 1945 წელს ისწავლა და მას შემდეგ დოკუმენტების გარეშე დადის. ვისაც დედოფალი გზაში შეხვედრია, აღნიშნავს, რომ ის ღვედსაც არ იკეთებს.

დედოფალს ძალიან ბევრი ნიშანი აქვს, რომელსაც ის მომსახურე პერონალს აძლევს. თუ რომელიმე შეკრებაზე ის ჩანთას მაგიდაზე დადებს, ეს ნიშნავს რომ ელისაბედს მოსწყინდა იქ ყოფნა და გარშემომყოფებმა 5 წუთში მიზეზი უნდა მოიფიქრონ, რომ დედოფალი შეკრებიდან გაიყვანონ. დედოფალი მომავალ მეუღლეზე 8 წლიდან არის შეყვარებული. ის ფილიპს პირველი გამოუტყდა სიყვარულში და დაქორწინებაც თავად შესთავაზა.

იმის მიუხედავად, რომ დიანა არისტოკრატი იყო, სანამ ჩარლზის ცოლი გახდებოდა, ის მრეცხავად და საბაშვო ბაღში ძიძადაც კი მუშაობდა.

პრინც უილიამის პირველი სიყვარული სინდი კროუფორდი იყო. როდესაც დიანამ ამის შესახებ გაიგო, კროუფორდი ჩაიზე დაპატიჟა, რითაც უილიამი ძალიან ბედნიერი იყო. რაც ეხება უილიამისა და ბრიტნი სპირსის რომანს, მომღერალმა აღიარა, რომ 2002 წელს პრინცი მართლაც იყო მისით დაინტერესებული, წერდა წერილებს და ბოლოს პაემანზეც კი დაპატიჟა, მაგრამ შეხვედრა არ შედგა.

მიზეზი ბრიტნის არ დაუსახელებია. ქეით მიდლტონმა პირველი შვილი ჯორჯი St Mary-ს სამშობიაროში გააჩინა, სადაც წლების წინ პრინცები უილიამი და ჰარი დაიბადნენ. მშობიარობის დროს უილიამი მეუღლესთან ერთად იყო. ის მეორეა სამეფო ოჯახში, რომელიც შვილის დაბადებას დაესწრო. პრინცი ჩარლზი, ასევე, დაესწრო მშობიარობას.

მუსიკა

ბითლზი, როლინგ სთოუნსი, ქოლდფლეი, ადელი, ერიკ კლეპტონი, დევიდ ბოუი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ლეგენადარული ინგლისელი მუსიკოსებისა, რომლებმაც თავისი მუსიკით მსოფლიო შეცვალეს. უამრავი გაყიდული ალბომი და მოხსნილი რეკორდი, მსმენელებით სავსე სტადიონები - ეს ყველაფერი ინგლისელი მუსიკოსებისთვის უჩვეულო ნამდვილად არ არის. 1999 წლის შემდეგ ინგლისელი მუსიკოსების შემოსავალი გაორმაგდა, ბრიტანელი სიმღერების ავტორების შემოსავალი კი 250%-ით გაიზარდა.

მაგალითად, 1970 წელს როლინგ სთოუნსის კონცერტის ბილეთის ფასი მხოლოდ 8 დოლარი იყო, ახლა კი საშუალო ფასმა 650 დოლარს გადააჭარბა. თუმცა ყველაზე პოპულარული, გავლენიანი და მაღალშემოსავლიანი ჯგუფი ინგლისიდან და ზოგადად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბითლზია. ლივერპულელმა ბიჭებმა მოხსნეს ყოველგვარი რეკორდი და 800 მილიონი ეგზემპლარი გაყიდეს. 2017 წელს გამოვლინდა მუსიკოსების ასეული, რომელთა შემოქმედებაც ყველაზე ხშრად იყო ტოპჩარტების სათავეში. ამ რეიტინგის პირველ ადგილს სწორედ ბითლზი იკავებს.

ლიტერატურა

უილიამ შექსპრის სახელის ხსენებაც საკმარისია, რომ ინგლისური ლიტერატურის შესახებ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ. თუმცა ინგლისი ლიტერატურის მიმართულებით მხოლოდ შექსპირით არ ამაყობს. ჯეინ ოსტინი, ჯარლზ დიკენსი, ჯორჯ ორველი ეს კლასიკური ინგლისური მწერლობაა. დეტექტიური მწერლობის დედოფლად აღიარებული აგათა კრისტი სწორედ ინგლისელი ავტორია.

რაც შეეხება თანამედროვე ლიტერატურის ყველაზე აქტუალურ მიმდინარეობას ფენტეზის, მის ერთ-ერთ ფუძემდებლად სწორედ ჯონ ტოლკინი ითვლება. მისმა ნაწარმოებებმა დიდი გავლენა იქონია მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაზე. ტოლკინისადმი დიდი საჯარო ინტერესი იგრძნობოდა. მისი წიგნები იმდენად პოპულარული იყო, რომ თავისი საკულტო სტატუსით ჯონი უკვე შეწუხებულიც იყო. იგი იძულებული გახდა, სატელეფონო ცნობარებიდან ამოეღო თავისი საკონტაქტო ნომერი.

თანამედროვეობის ყველაზე გაყიდვადი ავტორი ჯოან როულინგი ინგლისის ქალაქ ეიტში დაიბადა. „ჰარი პოტერის“ ლეგენდარული შვიდტომეულის ავტორის გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიპოვა. დღესდღეობით „ჰარი პოტერი“ ეგრეთ წოდებული „გლობალური ბრენდია“, შეფასებული 15 მილიარდ დოლარად. სერიის უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც მთელ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა. წიგნების სერიათა სრული 4.195 გვერდი ნათარგმნია მთლიანად ან ნახევრად 65 ენაზე.

წამლები

ინგლისი არა მხოლოდ ხელოვნების, არამდე მაღალი დონის წარმოებითაცაა საერთაშორისოდ აღიარებული. მაგალითად, ბრიტანული წარმოების მედიკამენტები, როგორიცაა "ვიტაბიოტიქსისა" და "ჰელს ეიდის" ბიოდანამატები და ვიტამინური პრეპარატები მთელი მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. "ვიტაბიოტიქსის" მედიკამენტების შემადგენელი ყველა კომპონენტი მიღებულია ბუნებრივი წყაროდან: E ვიტამინი - მარცვლეულის თესლიდან, C ვიტამინი - ველური ალუბლიდან, კოლაგენი - ზღვის მცენარეებიდან. არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს.

"ვიტაბიოტიქსი" არის ბრენდი, რადგან ის შექმნა მსოფლიოში ცნობილმა ფარმაკოლოგმა არნოლდ ბეკეტმა, ყველა ფორმულა ევროპის საუკეთესო სამედიცინო ინსტიტუტებში გამოიცადა და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა დასავლეთ ევროპის, ამერიკისა და უკვე საქართველოში „სახალხო აფთიაქის“ თაროებზე. "ვიტაბიოტიქსს" მიღებული აქვს დედოფლის ჯილდო ვიტამინების ინოვაციური ფორმულების შექმნისთვის. "ჰელსეიდი" მცენარეებს ისეთ ნიადაგზე მოიპოვებს, რომელიც სასუქს არ შეიცავს. საინტერესოა ისიც, რომ თებერვალი „სახალხო აფთიაქში“ ბრიტანული თვედ გამოცხადდა.

აფთიაქი მომხმარებელს "ჰელს ეიდისა" და "ვიტაბიოტიქსის" სრულ ასორტიმენტზე 20-30%-იანი ფასდაკლებას სთავაზობს.

ფეხბურთი

ინგლისს დიდი სპორტული ტრადიციები გააჩნია. 19-ე საუკუნეში აქ ჩამოყალიბდა სხვადასხვა სპორტული სახეობა, რომლებიც დღეს მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს. სწორედ აქ დაიბადა ფეხბურთი, კრიკეტი, რაგბი, ჩოგბურთი, ბადმინტონი, კრივი და სხვა სპორტული სახეობები. ამჟამად კი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული თამაში ფეხბურთია. ინგლისის ეროვნული ნაკრები, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიოში, მონაწილეობდა პირველ საერთაშორისო მატჩში 1872 წლს.

ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ყველაზე ძველი საფეხბურთო კლუბი შეფილდი 1857 წელს სწორედ ინგლისში შეიქმნა. სხვადასხვა ინგლისური საფეხბურთო კლუბი არაერთხელ გამხდარა „უეფას“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

Mastercard-ის ეკო-მეგობრული გათამაშება დაიწყო - ჩაერთე და მოიგე ავტომობილი, სკუტერი ან მოპედი

საქართველოში არსებულ რომელ ბანკშია ყველაზე მაღალი პროცენტი ლარის ანაბარზე?

ჯპს-ს საჩუქარი ახალბედა მშობლებს