ავტორი:

"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებულია გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან, - ამის შესახებ ინფორმაცია პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. „ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე.

თემის აქტულობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."