ავტორი:

ჩხოროწყუში ავარიას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა - "სამი მცირეწლოვანი გოგონა ობლად დარჩა..."

ჩხოროწყუში ავარიას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა - "სამი მცირეწლოვანი გოგონა ობლად დარჩა..."

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეგახარეში ავარიის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. გარდაცვლილი ადგილობრივი პაატა ბებიაა, რომელსაც მეუღლე და სამი შვილი დარჩა. შემთხვევა სოფელში გუშინ მოხდა - ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ავარია საკმაოდ ძლიერი იყო და ერთ-ერთ ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

გარდაცვლილის ახლობლები "ფეისბუქზე" ავარიის ფოტოს აქვეყნებენ და წერენ, რომ მეორე მანქანაში საჭესთან სავარაუდოდ სასულიერო პირი იჯდა:

"ღამე, რომელიც ტრაგედიად იქცა ოჯახებისთვის... რატომ? რისთვის? მოძღვარი, რომელიც მაგალითი უნდა ყველასთვის, ნასვამი დაიარება მანქანით, ღუპავს უდანაშაულო ადამიანების ოჯახებს... მღვდელი უნდა იყო მოწოდებით და არა " სტატუსით", რაც რწმენას უკარგავს ადამიანებს ეკლესიისადმი.... ან რით ვერ გაიგო ჩვენმა ხალხმა, რომ საჭესთან არ უნდა დაჯდნენ ნასვამი?!" - წერს ირმა გახარია, რომელიც დაღუპულის ნათესავია.

გარდაცვლილი პაატა ბებიას მეგობარი წერს რომ გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა: "ახალგაზრდა ბიჭის პაატა ბებიას სიცოცხლე შეიწირა. მთელი ჩხოროწყუ გლოვობს და მოთქვამს... 3 მცირეწლოვანი გოგონები ობლად დატოვა. საუკეთესო მეგობარი წამართვა. პაატა ღმერთმა ნათელში გამყოფოს მეგობარო. გული ძალიან დაგვწყვიტე ყველას" - წერს გარდაცვლილის მეგობარი.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე აღძრულია 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თეთრიწყაროში 82 წლის მამაკაცი 87 წლის მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - "ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა"

შსს - აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული