ავტორი:

საპარლამენტო უმცირესობა რომ არ დაიშალოს, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაძლოა, გაერთიანდეს

საპარლამენტო უმცირესობა რომ არ დაიშალოს, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაძლოა, გაერთიანდეს

საპარლამენტო უმცირესობის დაშლის თავიდან აცილების მიზნით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაძლოა, უმცირესობის ფორმატში გაერთიანდეს. ასეთ შემთხვევაში უმცირესობა 26 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და ის დაშლის საფრთხეს გადაურჩება.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე მათ კონსულტაციები არ ჰქონიათ, თუმცა თუკი უმრავლესობას კიდევ სამი დეპუტატი გამოაკლდება და ამის შედეგად უმცირესობა დაშლის წინაშე დადგება, ამ თემაზე კონსულტაციები გაიმართება.

“ჯერჯერობით უმცირესობას დაშლა არ ემუქრება, რადგან ამისთვის საჭიროა, რომ კიდევ სამმა ადამიანმა დატოვოს უმრავლესობა. თუ სამი დეპუტატი დატოვებს უმრავლესობას, ბუნებრივია, კონსულტაციები გვექნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინასწარი გეგმა გვაქვს შემუშავებული", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან კიდევ სამი დეპუტატის გასვლა, “ევროპული საქართველოს“ უმცირესობის დაშლას იწვევს. უმცირესობა კი იმ შემთხვევაში შეიძლება შენარჩუნდეს, თუკი “ევროპული საქართველო“ და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობის ფორმატში გაერთიანებას მოახერხებენ.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტის გაერთიანებით ხდება.

მე-9 მოწვევის პარლამენტში უმცირესობა 20 დეპუტატით შემდგარი „ევროპული საქართველოს“ წევრებით არის წარმოდგენილი.

უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლამდე, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ სულ 14 დეპუტატი იყო. მათ რიგებს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი შეემატა. ამასთან, უმრავლესობიდან გასვლა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დააანონსა. ამდაგვარი გადაადგილება კი, არსებული უმცირესობის დაშლას იწვევს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები